აივანი, როგორც ცალკე ოთახი - ეს ოცნება არ გახლავთ, ეს საცხოვრებელი ადგილის გაფართოების ძალიან რეალური ვარიანტია.
შევეცდებით განვიხილოთ, როგორ შეიძლება აქციოთ ძალიან პატარა სივრცე საძინებლად, სამუშაო ოთახად ან თუნდაც მოსასვენებლ ზონად.
როგორც წესი, აივანი არ განიხილება ხოლმე დამოუკიდებელ სივრცედ, ის ძირითადად ბუნების უკეთ აღსაქმელად გამოიყენება, ეს ყველაზე კარგ შემთხვევაში, უკიდურეს შემთხვევაში კი - უსარგებლო ნივთების შესანახ ადგილად.
ყველაფერი ამის მიუხედავად, ცოტაოდენი ფანტაზიის წყალობით, ნებისმიერი აივნის გადაქცევა შეიძლება უმშვენიერეს მოსასვენებელ ზონად.
სწორედ ამ შესაძლებლობებს განვიხილავთ აღნიშნულ მასალაში.
განსაკუთრებული მოთხოვნები აივნების მიმ
ართ არ არსებობს, თუმცა უმჯობესია ის დათბილული იყოს და ლამაზ ხედსაც გადაჰყურებდეს.
ყველა ადამიანის ოცნება
თითოეული ადამიანის ოცნებაა ჰქონდეს საკუთარი კუთხე, სადაც განმარტოებასა და დასვენებას შეძლებს, თუმცა მცირეგაბარიტიან სახლებში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი მრავალრიცხოვანია, ეს როდი ხერხდება. თუ თქვენს სახლს აქვს აივან,ი აღნიშნული პრობლემა მოგვარებადია.
გადაჩვევა რთულია
ვერაფრით გადაეჩვევით იმას, რომ აივანზე ნივთები უნდა ინახებოდეს. რას იზამთ, მოდით, ნუ დაისტრესავთ თავს და ნუ ეცდებით ამ ჩვეულებაზე უარის თქმას.
იდეალური აივანი
წარმოიდგინეთ თქვენი აივანი, დახუჭეთ თვალები და იფიქრეთ, რითი დაკავდებოდით დიდი სიამოვნებით ამ სივრცეში? ჩამოყალიბდით?
მაშ ასე, რითი დავიწყოთ?
პირველ რიგში შეარჩიეთ დრო - ზაფხული საამისოდ შესანიშნავი პერიოდია - მეტი მზე, მეტი თავისუფალი დრო, მეტი პოზიტივი და ფანტაზია. კარგად განსაზღვრეთ საკუთარი და სივრცის შესაძლებლობები და შეუდექით საქმეს. დაგვერწმუნეთ, თუ მოინდომებთ, შედეგიც არ დააყოვნებს, ჩვენს მიერ შემოთავაზებული ვიზუალური ნიმუშები კი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.