მიუხედავად შთამბეჭდავი ზომებისა, თქვენი ბინა მაინც პატარად გამოიყურება? შესაძლოა ინტერიერის დიზაინის დროს გარკვეული შეცდომები დაუშვით.
გადატვირთული კედელი
გავრცელებული მოსაზრების თანახმად, მცირეგაბარიტიან სახლში კედლები ნათელი და ცარიელი უნდა იყოს. მთლად ასეც არ არის. კედლის დეკორი საჭიროა, თუმცა ის ზომიერი უნდა იყოს. ინტერიერის ნივთები უმჯობესია იყოს ღია და მონოქრომული ფერის, რომელიც ჰარმონიულად შეეხამება დანარჩენ დიზაინს. არც სარკეები დაივიწყოთ, ის ხომ სივრცეს საგრძნობლად ზრდის.
არასწორად შერჩეული ხალიჩა
პატარა ზომის ხალიჩის შეძენას არ გირჩევთ, თუნდაც ეკონომიის მიზნით, ის სივრცეს იერს უკარგავს და თოჯინის სახლის
იმიტაციას ქმნის. არსებობს ასეთი წესი, რაც უფრო პატარაა ოთახი, მით დიდი ზომის უნდა იყოს ხალიჩა.
ფარდები
სქელი ნაჭრის ელეგანტური ფარდები, რა თქმა უნდა, ლამაზად გამოიყურება, თუმცა სახლს მეტ სივრცეს როდი სძენს. რაც უფრო ჰაეროვანი და სადა იქნება ფარდა, მით მეტი სივრცე გამოჩნდება თქვენს სახლში.
დაბალი კარნიზი
ფარდების თემის გაგრძელებაა კარნიზი. უნდა აღვნიშნოთ, რომ კარნიზი არ უნდა იყის განთავსებული არც ჭერზე და არც ფანჯრის თავზე. პირველ შემთხვევაში ის ფარავს კედლის დიდ ნაწილს, ხოლო მეორე შემთხვევაში ვიზუალურად აპატარავებს როგორც ფანჯარას, ისე სივრცეს.
სამეფო საწოლი
გულწრფელად გვითხარით, მართლა გჭირდებათ ისეთი საწოლი, რომელშიც სურვილის შემთხვევაში ოთხი ადამიანის მოთავსება იქნება შესაძლებელი?
ასევე მნიშვნელოვანია საწოლის თავი, სადა საძინებელს სადათავიანი საწოლი მოუხდება და პირიქით.
უსარგებლო ნივთები
აი, სად არის საჭირო სიმტკიცის გამოჩენა. ბებიის ნაჩუქარი ჭურჭლის კოლექცია, ჭიქები, რომელიც არასდროს გიხმარიათ და უამრავი მსგავსი ნივთი. კარგად გადახედეთ ნივთებს და რაც არ გჭირდებათ, გააჩუქეთ.
შპალერი აქტიური ნახატებით
სანამ შპალერს შეარჩევთ, გაიხსენეთ, რომ დიდი ნახატები და გეომეტრიული ფიგურები, ასევე ორნამენტები სივრცეს უბრალოდ ჭამს. გაქვთ კი ამის ფუფუნება? დეკორი დოზირებულად გამოიყენეთ. შეგიძლაით აქცენტი მხოლოდ ერთ კედელზე გააკეთოთ.
მუქი ფერის კედლები
მუქი ფერები მხოლოდ დიდი სივრცეს უხდება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ განათება ძალიან კარგი იქნება, თუ სივრცე ოდნავ მაინც შეზღუდულია, ამ ჩანაფიქრზე უარი უნდა თქვათ.
განათება
ინტერიერის დაგეგმვის დროს ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ განათებას, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეცადეთ, რომ ოთახი იყოს ნათელი, თუ ამისთვის არ არის საკმარისი დღის განათება, დაამატეთ ხელოვნური.
ჩამწკრივებული ავეჯი
გეთანხმებით, კედლის გასწვრივ ჩამწკრივებული ავეჯი იძლევა საშუალებას გათავისუფლდეს ოთახის ცენტრალური ნაწილი, თუმცა ასე ოთახი უფრო დიდი მაინც არ გამოჩნდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კედელსა და ავეჯს შორის დატოვებული თავისუფალი ადგილი სივრცის შეგრძნებას აორმაგებს და ეს ბევრად ეფექტური გადაწყვეტილებაა.