უგემოვნების ნიშნები - ნივთები, რომლებიც სახლში არ უნდა გქონდეთ

გაგიკვირდებათ, მაგრამ არსებობს ნივთები, რომელიც არა მარტო არ უხდება ინტერიერს, არამედ ხშირად ცუდ გემოვნებასა და ფანტაზიის ნაკლებობას უსვამს ხაზს. 
ამიტომ, თუ გსურთ სტუმრებზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოთ, გადაამოწმეთ, ხომ არ გაქვთ სახლში ეს ნივთები და თუ რომელიმე მათგანს აღმოაჩენთ, სასწრაფოდ მოიშორეთ თავიდან.

დიდი სარკეები და ავეჯი სარკის ზედაპირით
არც ერთი პროფესიონალი დიზაინერი არ გირჩევთ უზარმაზარი სარკის შეძენას, განსაკუთრებით დიდ, ორიგინალურ ჩარჩოში მოთავსებულს. ეს უბრალოდ ძალიან ვულგარულია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
განსაკუთრებით საშინლად გამოიყურება სარკე საძინებლის ჭერში. ან სარკიანი კარა
და ისევ საძინებელში. და საერთოდ, სარკის ზედაპირი ძალიან რთული მოსავლელია, არ არსებობს ადამიანი, ვინც მთელი დღე მის გაწმენდას დაუთმობს. არადა, ნათითურების ყურება სიამოვნებას არავის ანიჭებს.

აბრეშუმის თეთრეული
ვინ თქვა, რომ აბრეშუმის თეთრეული ფუფუნების ნიშანია. სინამდვილეში ნებისმიერი სპეციალისტი გეტყვით, რომ მდიდარი ადამიანი არასდროს ჩაწვება აბრეშუმის თეთრეულში.
ნებისმიერი გემოვნებიანი ადამიანი უპირატესობას ბამბის, ტილოს ან ამ ორი ქსოვილის ნაერთს მიანიჭებს.

ბევრი ფუმფულა სათამაშო

დაიმახსოვრეთ, რომ ფუმფულა სათამაშო მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ სახლში პატარა ბავშვია, ისიც განსაზღვრულ ასაკამდე. თუმცა ბავშვისთვისაც დიდად სასურველი არაა, რადგან ბევრ მტვერს იზიდავს. მერე კი, ფუმფულებით სავსე მოზარდის ოთახი ნამდვილად სასაცილო უფროა, ვიდრე ლამაზი და გარდა ამისა, ეს სათამაშოები, როგორც გითხარით, მტვრის ბუდეა, რაც მრავალი დაავადების საბაბი შეიძლება გახდეს.

ცნობილი ნახატების რეპროდუქცია
ფეიკი, რამდენადაც ხარისხიანი უნდა იყოს, რჩება ფეიკად და არანაირად არ დაამშვენებს თქვენს ინტერიერს. ასევე არ გირჩევთ დაბეჭდილი პოსტერების კედელზე დაკიდებას, ეს უბრალოდ ცუდ ტონად მიიჩნევა, თუ ძალიან გემოვნებიანად არ არის შერჩეული და სტილსაც არ შეესაბამება - მსგავსი რამეები ძირითადად ჰაიტეკს და მოდერნს უხდება.

ბევრი დეკორატიული ბალიში


დეკორატიულ ბალიშებს სრული უფლება აქვს არსებობდეს ინტერიერში, თუმცა ზომიერად.

გახუნებული ტექსტილი და ძველმოდური ავეჯი

გახუნებული შალითა, რაოდენ საყვარელიც უნდა იყოს იგი თქვენთვის, ძალიან ცუდად გამოიყურბა და ხიბლს უკარგავს არა მარტო დივანს, არამედ მთელ ინტერიერს. შეიძინეთ ახალი შალითა, ლამაზი პლედი და ახალი ინტერიერი მზად იქნება სერიოზული ფინანსური ხარჯის გარეშე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები