რა შთანთქავს სივრცეს - თუ პატარა ბინა გაქვთ, ეს არ გააკეთოთ

მცირეგაბარიტიანი სახლები და მათი მოწყობა აქტუალობას არასდროს კარგავს. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერები უამრავ რჩევა-დარიგებას გვაძლევენ შეზღუდულ სივრცესთან დაკავშირებით, იდეები არ იწურება და შეძლებისდაგვარად გთავაზობთ ახალ-ახალ ვარიანტებს.
რა აჩენს უფრო ფართოს პატარა ოთახს? რა შთანთქავს სივრცეს? შეზღუდულ სივრცეში თითოეული კვადრატული მეტრი კარგად უნდა გათვალოთ და ისე აითვისოთ, რომ საბოლოოდ დამაკმაყოფილებელი შედეგი მიიღოთ და არა პირიქით.

მრავალდონიანი ჭერი

მრავალდონიანი კონსტრუქცია ჭერში სივრცის მთავარი შთამნთქმელია, სანამ ასეთი ჭერის გაკეთებას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით, რაში გჭირდებათ? მსგავსი კონსტრუქციის წყალობით ჭერი 10-15 სმ-ით დაიწევს და დადაბლდება,
რაც შეზღუდულ სივრცეში საკმაოდ კრიტიკული შედეგია.
სადა თეთრი ჭერი ბევრად თანამედროვე გადაწყვეტილება იქნება.

კარის გაღება

ამას თითქოს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი, რომ სხვადასხვა ოთახის კარმა გაღებულ მდგომარეობაში ხელი არ შეუშალოს ერთმანეთს.

ბარი

შეზღუდულ სივრცეში ე.წ. ბარის მაგიდა ფუნქცური არ არის, ეს უფრო ფურშეტის მაგიდაა, რომელიც მოსახერხებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ მას ადამიანები არ შემოუსხდებიან.

მისი ალტერნატიული ვარიანტი სამზარეულო კუნძულია. ეს თითქმის სრულფასოვანი სასადილო მაგიდაა. გარდა ამისა, ქვემოთ მას ფუნქციური ნაწილი აქვს, სადაც უამრავი ჯამ-ჭურჭლის შენახვაა შესაძლებელი.

მუქი ფერები

მომცრო ზომის ოთახებში გირჩევთ აქცენტი ღია ფერის კედლებზე გააკეთოთ. ასეთი გადაწყვეტილება ოთახს უფრო ფართოს და ნათელს გამოაჩენს.

ხალიჩა კედელზე

ხალიჩა კედელზე გარდა იმისა, რომ მოძველებული გადაწყვეტილებაა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ შთანთქავს სივრცეს და ამის გაკეთებას არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ.

მასიური და კუთხის ავეჯი

მასიური ავეჯი პატარა ზომის ოთახში სივრცეს აუცილებლად გადატვირთავს და ინტერიერს სულ მცირე, დააუშნოებს. გარდა ამისა მნიშვნელოვანია ავეჯის ფერიც, ეცადეთ ფერიც ღია შეარჩიოთ.

მსხვილი პრინტი

შპალერი დიდი პრინტით, დიდი ზომის ნახატები კედლებზე სივრცეს აპატარავებს. სადა შპალერი ზედმეტი აქსესუარების და პრინტის გარეშე ნებისმიერ ინტერიერს დახვეწილად გამოაჩენს.

დიდი ზომის ჭაღი

დიდი ზომის ჭაღი ნამდვილად არ უხდება პატარა ოთახს, გირჩევთ, არჩევანი ჭერს მიბჯენილ სანათებზე გააკეთოთ.

ნიშა

ნიშა ის გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის, რომელიც შეზღუდულ სივრცეში გამართლებულად მიიჩნევა.


მომრგვალებული კედლები

მომრგვალებული კედლები და ტიხრები ფუნქციური არ არის, პატარა ბინაში კი ყველაფერი უფუნქციო უბრალოდ ზედმეტია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები