"ყველაზე პატარა სამზარეულოსაც კი არ ჰყოფნის განათების მხოლოდ ერთი წერტილი" - როგორია იდეალურად განათებული სამზარეულო


პროფესიონალმა დიზაინერებმა კარგად იციან, რომ კარგი ინტერიერის მთავარი საიდუმლო სწორად შერჩეული განათებაა. სწორად შერჩეული განათება სასწაულებს ახდენს. განათება მოქმედებს ადამიანის ხასიათზე, განწყობაზე და მადაზეც კი. წარმოიდგინეთ, ყველაზე პატარა სამზარეულოსთვისაც კი არ არის საკმარისი მხოლოდ ერთი სანათი. განათება უნდა არსებობდეს და უნდა ჰქონდეს:

სამუშაო ზონას

სამუშაო ზონისთვის უნდა შეირჩეს ყველაზე მკვეთრი, ცივი განათება. აქ დიასახლისისთვის დაბრკოლება არ უნდა არსებობდეს. იგი ძალიან კარგად უნდა ხედავდეს ყველაფერს, რას ასუფთავებს და რას აკეთებს. ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია.

სასადილო ზონა

რაც შეეხება სასადილო ზონას, მიუხედავად
იმისა, რომ საერთო განათება უკვე არსებობს, კარგად უნდა ხედავდეთ, რას მიირთმევთ. ამ შემთხვევაში ყველაზე მისაღები არის ზომიერად თბილი განათება.

საერთო განათება

მიუხედავად იმისა, რომ სამზარეულოში უკვე არსებობს ორი განათებული ზონა, გვერწმუნეთ, ერთი ცენტრალური განათება მაინც აუცილებელია. ამ შემთხვევაში განათება უნდა იყოს ნეიტრალური და თბილ-ცივი სპექტრის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები