შეზღუდულ სივრცეში ოფისის მოწყობის კრეატიული იდეები

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადამიანი მუშაობს სახლიდან, თანდათან უფრო და უფრო აქტუალური ხდება სახლში სამუშაო კუთხის, ე.წ. ოფისი მოწყობა მიუხედავად საცხოვრებელი ფართის გაბარიტებისა. რაღა თქმა უნდა, შეზღუდულ სივრცეში ამის გაკეთება არცთუ მარტივი საქმეა. თუმცა, შეუძლებელია რომ არაფერია, ეს სულ უნდა გვახსოვდეს, ჰოდა მცირე გაბარიტებშიც, ფანტაზიის და კრეატიულობის წყალობით ამ პრობლემის მოგვარებაც კარგად არის შესაძლებელი.

თუ მსგავსი მოცემულობა გაქვთ, ან შეზღუდულ სივრცეში გიწევთ ოფისის მოწყობა, გირჩევთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს გადახედოთ და საქმე საგრძნობლად შეგიმსუბუქდებათ.

პირველი, რაც
ამ შემთხვევაში უნდა გააკეთოთ გახლავთ ის, რომ კარგად გადახედოთ თქვენს საცხოვრებელ ფართს და ჩამოყალიბდეთ, კონკრეტულად რომელი ადგილი იძლევა თქვენი ჩანაფიქრის განხორციელების საშუალებას. რა თქმა უნდა, ხარჯი გექნებათ, მაგრამ უმჯობესია ინვესტიცია გამართლებული იყოს და სარგებელი მოგიტანოთ, ამიტომ, მრავალფუნქციური ავეჯის შეძენაზე ფული არ დაგენანოთ, მით უმეტეს, რომ სხვა შემთხვევაში მისი გამოყენება სხვა დანიშნულებით შეგეძლებათ.



მცირეგაბარიტიან ბინებში, როგორც წესი, ოფისის კუთხე (რადგან სრულფასოვანი კაბინეტის მოწყობა წარმოუდგენელია) პატარა ლოჯიაში, გადახურულ აივანზე კეთდება ხოლმე. ამ შემთხვევაში პირველ რიგში განათების პრობლემა უნდა მოაგვაროთ, რადგან სამუშაო სივრცეს თუ კუთხეს სჭირდება ძალიან კარგი განათება. ეს საკითხი თუ გადაწყვიტეთ, გადადიხართ თავად კუთხოს მოწყობაზე და თუ ადგილი შეზღუდულია, ძალიან მოსახერხებელია და ლოგიკურიც არის კუთხის ვერტიკალურად მოწყობა.


კარგ იქნება ამ ყველაფრის ისე გაკეთება, რომ არასამუშაო დროს ის სწრაფად გადაკეთდეს ჩვეულებრივ ადგილად, რომელიც სხვა დროს ხელს არ შეგიშლით.

თქვენ წარმოიდგინეთ, სახლის ოფისის დამალვა კარადაშიც კი არის შესაძლებელი. თანამედროვე ტიპის ავეჯი ნამდვილად იძლევა ამის საშუალებას.

როდესაც კრეატიულ იდეებზე ვსაუბრობთ, არც საწოლის ქვეშ სივრცის ათვისება არის წარმოუდგენელი. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, თანამედროვე ტიპის ავეჯზე ანუ საწოლზეა საუბარი.


პატარა ოფისის მოსაწყობად სულ პატარა კუთხეც კი საკმარისია. საამისოდ მხოლოდ კუთხის ავეჯი დაგჭირდებათ.

მობილურ ავეჯზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს, გასაგებია, რომ ის ძალიან ფუნქციური და პრაქტიკულია.


ერი სიტყვით, მთავარია ადამიანმა მოინდომოს და პროფესიონალი დიზაინერებს მიერ შემოთავაზებული იდეები ჩანაფიქრის განხორციელებაში აუცილებლად დაგეხმარებათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები