როგორ შეიძლება რთული სარემონტო სამუშაოების გარეშე მივაღწიოთ სივრცის ვიზუალურად გაზრდას აბაზანაში.
იმისათვის, რომ მცირეგაბარიტიანი აბაზანა პროპორციულად და იმაზე დიდად გამოიყურებოდეს, ვიდრე რეალურად არის, უარი უნდა თქვათ ნებისმიერ ვიზუალურ ქაოსზე. მნიშვნელოვანია დახურული შესანახი სისტემების არსებობა, სადაც ყველაფერს კომპაქტურად და მოხერხებულად დააბინავებთ. მნიშვნელოვანია, რომ შერჩეული აქსესუარები ჰარმონიულად ეხამებოდეს აბაზანის საერთო სტილს.
კაშკაშა აქსესუარები და ტექსტილი სივრცეს ვიზუალურად იმაზე უფრო მცირედ აჩენს, ვიდრე რეალურად არის. ამიტომ ტექსტილი შეარჩიეთ სადა, ან ძალიან წვრილი პრინტით თუ ორნამენტით, თუმცა უმჯობესია, ერთ ტონის ფერები გამოიყენოთ.
გამოსაღები კარი
შესაძლოა სერიოზულ დაბრკოლებად იქცეს შეზღუდულ სივრცეში. თუ იმდენად ხართ შეზღუდული სივრცეში, რომ ამან შესაძლოა პრობლემა შეგიქმნათ, გთავაზობთ ალტერნატიულ ვარიანტს, გასაწევ კარებს.
ერთიანი ზედაპირი ძალიან მოქმედებს სივრცის აღქმაზე. ამიტომ არ არის სასურველი აბაზანის ზონებად დაყოფა. მკვეთრი ფერის აბაზანის ხალიჩა მცირე გაბარიტებში ხშირად პრობლემას ქმნის.
რაც უფრო მეტად არის განათებული სივრცე, მით უფრო დიდად მოჩანს იგი. ეცადეთ, განათება გახადოთ უფრო მკვეთრი, დაუმატეთ ნათურები, მიუახლოვეთ ის დღის სინათლეს და სასურველ შედეგს აუცილებლად მიაღწევთ.
რაც გინდა სადა იყოს აბაზანის ფარდა, ის ან გადატვირთავს სივრცეს ან დაფარავს გარკვეულ ნაწილს. ამიტომ მის ნაცვლად უმჯობესია გამჭვირვალე მინის ან პლასტმასის ტიხარი დაამონტაჟოთ. ის კარგად დაგიცავთ შხეფებისგან და თავიდან აგაცილებთ ობისა და სოკოს არსებობას.