თანამედროვე ქაოსურ სამყაროში ადამიანის განწყობასა და კეთილდღეობაზე მოქმედებს არა მხოლოდ გარეგანი სტრესი, არამედ სახლის ატმოსფეროც. გარემოს შეცვლამ შესაძლოა შეამციროს შფოთვა ღელვა, დაგიმშვიდოთ ნერვული სისტემა. მოდით ვნახოთ, როგორ უნდა მივაღწიოთ ამას.
დაიწყეთ ცხრილის შედგენით, სადაც შეგიძლიათ თავი მოუყაროთ ყველა თქვენს ოცნებას სრულყოფილი სახლის შესახებ, ეს დაგეხმარებათ მიხვდეთ, რისი შეცვლა გსურთ რეალურად იმისთვის, რომ საკუთარ სახლში თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ.
მთელი ბინის ან თუნდაც მხოლოდ ერთი ოთახის რემონტი ძვირი ჯდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ სამზარეულოს ან აბაზანის რეკონსტრუქციას აპირებთ. იმ ატმოსფეროს მისაღწევად, რომელიც
პირველი და უმთავრესი ამ დროს არის განათება. ცალსახად გვინდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ბუნებრივი განათება ყოველთვის უკეთესია, ვიდრე ხელოვნური. გადაწიეთ ფარდები, გამოაღეთ ფანჯრები. ეს ჯანსაღი ძილის საწინდარიცაა, თავის მხრივ კი ჯანსაღი ძილი თქვენი მენტალური ჯანმრთელობის გარანტიაა.
იმისათვის, რომ ინტერიერი უფრო ნათელი იყოს, ეცადეთ გამოიყენოთ ღია ფერები, ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს დაკიდეთ სარკე, ხშირად წმინდეთ ფანჯრის მინები, არ გადატვირთოთ სივრცე ავეჯით.
ასევე რეკომენდებულია ინტერიერში ცოცხალი მცენარეების დამატება, ეს ადამიანის ნერვულ სისტემაზე ძალიან დადებითად მოქმედებს. გარდა ამისა, ყვავილების მოვლის დროს ადამიანი პოზიტივით ივსება.
ძალიან დადებითად მოქმედებს ადამიანის განწყობაზე ასევე არომა თერაპია. ამ ელემენტს ადამიანის სტრესიდან გამოყვანაც კი შეუძლია. პირველ რიგში ეს სისუფთავის სუნია, რომელსაც რეგულარული დასუფთავების შედეგად მიაღწევთ. ეფექტურია ასევე ეთერზეთები. ეფექტურია ასევე მოწყობილობა, რომელიც ჰაერს უსიამოვნო სუნისგან ასუფთავებს.
კიდევ ერთი ეფექტური და გამოცდილი საშუალება ადამიანის ფსიქიკაზე დადებითი ზემოქმედებისთვის ფერებთან თამაშია. სწორად შერჩეული ფერი ან ფერები ნამდვილად არის ის დეტალი, რომელსაც ძირფესვიანად შეუძლია ადამიანის განწყობის შეცვლა და მისი ნერვული სისტემის დამშვიდება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია კომფორტული ავეჯი. თუ მზად ხართ, გამოცვალოთ რბილი ავეჯი და სკამები, აუცილებლად უნდა შეარჩიოთ მაქსიმალურად მოხერხებული და კომფორტული მოდელები.
მენტალურ ჯანმრთელობაზე ძალიან კარგად მოქმედებს წყლის/წყლიანი მოწყობილობები, ისეთი,როგორიც არის მაგალითად აკვარიუმი, პატარა ელექტრო შადრევანი და ა. შ.