აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა იმას, სახლში ჯდომის მოყვარული ბრძანდებით თუ თავგადაკლული მოგზაური, ბოლოს ყველა აუცილებლად საკუთარ სახლში ბრუნდება, სადაც თავს ყველაზე დაცულად და კომფორტულად უნდა გრძნობდეს. სულ ერთია, სახლი ერთოთახიანია თუ სამსართულიანი, ეს არის ადგილი, სადაც კედლებიც კი კურნავს და ეამება ადამიანის სულს.
ადგილი კი არ უხდება ადამიანს, არამედ ადამიანი უხდება ადგილს. ყველა ადამიანს თავისის ენერგეტიკა აქვს, რომელიც აუცილებლად გადადის მის სახლზე.
მაგნიტი მაცივარზე, ნახატი კედელზე, სუვენირები და ბევრი სხვა წვრილმანი ადამიანის ხასიათზე მეტყველებს.
ერთ-ერთი დიდი კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ არსებობს კავშირი
ადამიანის ემოციურ მდგომარეობასა და სახლში არსებულ ატმოსფეროს შორის.
თუ ადამიანი უპირატესობას დიდ და ნათელ სივრცეს ანიჭებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ნათელი ფსიქიკა აქვს.
ვინც ჩაბნელებულ სივრცეს ირჩევს, იმ ადამიან უჭირს საკუთარი თავის კონტროლი, მათ არც ისეთი სტაბილური ფსიქიკა აქვთ.
დღესდღეობით, როდესაც სახლიდან მუშაობა ასე აქტუალურია, სამუშაო ზონა თითქმის ყველა სახლში არსებობს.
მოუწესრიგებელი, მიყრილი სამუშაო ზონის პატრონს დიდად ვერ ენდობით, ხოლო თუ ყველაფერი აკურატულად არის მილაგებული, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მეპატრონე რაციონალური და გაწონასწორებული ადამიანია.
კარადა გასცემს ადამიანს. თუ კარადის კარი ღიაა ეს იმას ნიშნავს, რომ მისი მეპატრონე მას ხელოვნების ნაწილად აღიქვამს. ასეთი ადამიანები ძალიან აფასებენ სამოსს და კარგადაც უვლიან მას, ისინი მუდმივად კარგად გამოიყურებიან.
თუ ადამიანს ლოგინის ალაგება გაღვიძებისთანავე უყვარს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი შრომისუნარიანი და შრომისმოყვარეა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რაც მეტს მუშაობს ადამიანი, მით ადრე ალაგებს დილით ლოგინს.
ასეთ ადამიანებს უყვართ თავიანთი პროფესია და ასევე სპორტი.
თუ ადამიანს ოთახში ბევრი ძელი ნივთი აქვს, ისეთიც, რომელიც მას არაფერში სჭირდება, მაგრამ არ ყრის, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ვერ ელევა წარსულს.
თუ ადამიანის სახლში უხვად არის დეკორის ელემენტები, ეს მიუთითებს იმაზე, რომ სახლის მეპატრონე ამბიციური ადამიანია, რომელიც მუდმივად ახალ-ახალ მიზნებს ისახავს. გადახედეთ თქვენს ინტერიერს, თუ თვლით, რომ ის არ გამოხატავს თქვენს პიროვნებას, დროა მის შეცვლაზე იფიქროთ.