ნივთები, რომელიც ყველა ბავშვის ოთახში უნდა იყოს

როდესაც საუბარია ბავშვის ოთახის გაფორმებაზე, წესები არ არსებობს. მაგრამ ჩვენ გვაქვს რამდენიმე საინტერესო რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ საბავშვო ატმოსფეროს შექმნის დროს.
ჩვენ არ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის ოთახში კომფორტული მაგიდა, საწოლი ან სათამაშო ადგილი. ჩვენ განვიხილავთ მნიშვნელოვან ნივთებს იმისთვის, რათა ბავშვები იყვნენ დაინტერესებულნი, არ მოიწყინონ თავიანთ გარემოში, ჰქონდეთ დადებითი ემოციები და პოზიტიური განწყობა.

საკოტრიალო ადგილი

კომფორტული საწოლი - ეს ძალიან მარტივია. გახადეთ ის უფრო რბილი, თბილი და მყუდრო და გარანტიას გაძლევთ, რომ ბავშვები ლანჩის შემდეგაც ისიამოვნებენ დასვენებით. რბილი
საბანი შეიძლება გახდეს არა მხოლოდ დეკორატიული ნივთი, არამედ ქოხის სახურავი ან გემის ანძა თამაშის დროს. ასევე მნიშვნელოვანია ოთახში სტუმრების მიღების ადგილის უზრუნველყოფა. ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან, ვერც კი შეამჩნევთ, როგორ დაიწყებენ სკოლის მეგობრები თქვენს შვილთან სტუმრობას და მაშინ აუცილებალდ დაგჭირდებათ რბილი პუფები ან ლეიბები, რომლებზეც კომფორტულად დასხდებიან.

რაღაც, რაც სიბნელეში ანათებს

ერთი ცენტრალურ განათება შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს, განსაკუთრებით პატარების დაძინების დროს. ღამის განათება, მოციმციმე ნათურები ან ბრჭყვიალა სათამაშო სრულიად განსხვავებულ ატმოსფეროს და განწყობას შექმნის ძილის წინ. საღამოს განათების ნაცვლად გამოიყენეთ მაგიდის ნათურა ან უჩვეულო ფორმის LED განათება.

საათი

მაშინაც კი, თუ ბავშვმა ჯერ არ იცის საათის ცნობა, ეს ნივთი ეხმარება სკოლამდელ ბავშვებს შეეგუს ყოველდღიურ რუტინას.

რაღაც, რასაც ჩაეხუტება


ზოგისთვის ეს არის საბანი, ზოგისთვის - სათამაშო, ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის რაღაც რბილი, რასაც ბავშვი შეიძლება ჩაეხუტოს, როდესაც ის ნერვიულობს ან თავს მარტოდ გრძნობს.

რაღაც წასაკითხი
წიგნი, მოგეხსენებათ, საუკეთესო აღმზრდელია. ის ავითარებს წარმოსახვას, აყალიბებს აზროვნებას და ასწავლის ყველაფერს ახალს. ხმამაღლა კითხვა ქმნის უსაფრთხოების განცდას. გახადეთ წიგნები ბავშვისთვის ხელმისაწვდომი. მაგალითად, წიგნები შეიძლება მოთავსდეს რბილ კალათებში ქვედა თაროებზე.

საკუთარი ხელით გაკეთებული ნივთი

ხელნაკეთ ნივთებს ყოველთვის შემოაქვს გარემოში ოჯახური სითბს, კარგი მოგონებები და სასიამოვნო ემოციები. თუ არსებობს ოჯახში ასეთ ნივთი, მან უნდა დაიკავოს ადგილი ბავშვის ოთახში.

რამე დასაფიქრებელი

დაამატეთ ოთახს ფუნქცია, ცოცხალი მცენარე ან მანქანა, რომელიც გამოიწვევს ცნობისმოყვარეობას, ინტერესს ბუნებისადმი ან ამა თუ იმ ნივთის ფუნქციონირებისადმი.

რამე, რითიც იამაყებს

ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი მიღწევა, რომელსაც თქვენმა შვილმა მიაღწია ან ის, რაც მან დამოუკიდებლად გააკეთა თქვენი დახმარების გარეშე.

რამე კაშკაშა

მაშინაც კი, თუ მოგწონთ ნეიტრალური ფერები, დაამატეთ რამდენიმე ფერი ბავშვის ოთახს. ფერადი ბალიში, საბანი, სკამი ან ხალიჩა ყურადღებას იპყრობს და გვახსენებს, რომ ცხოვრება ლამაზი და მრავალმხრივია. დაეხმარეთ ბავშვებს რთული ფერების გაგებაში, ასწავლეთ საღებავების შერწყმა და გემოვნების განვითარება.

რაღაც, რაც თავად აირჩიეს

როგორც წესი, მშობლები ბავშვს ოთახს თავად უფორმებენ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ შვილების აზრის გათვალისწინება. მათ შეუძლიათ შემოგთავაზონ ბევრი საინტერესო ვარიანტი, რადგან მათ იციან, როგორ გამოკვეთონ მთავარი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები