ინტერიერის მოწყობის დროს არ არის აუცილებელი მოდის ტენდენციების ზედმიწევნით დაცვა და გათვალისწინება, თუმცა გარკვეული წესების დაცვა და ელეგანტურობის შეგრძნება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მიიღოთ დახევწილი ინტერიერი. ეშხი კი დეტალებში იმალება, ერთი შეხედვით წვრილმან დეტალებში, რომელიც საბოლოოდ შედეგზე ახდენს გავლენას. აი, მაგალითად, ძველმოდურ ჭაღს შეუძლია გააფუჭოს ყველაზე ლამაზი ინტერიერიც კი, არასწორმა ხალიჩამ შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ მისაღები ოთახი 90-იანი წლების სტილშია გაკეთებული და ა.შ.
მოდით, ეს საკითხი ცოტა დეტალურად განვიხილოთ და ჩამოვყალიბდეთ, რისი გაკეთება არ ღირს თანამედროვე ინტერიერში.
ნათურები ოთახის პერიმეტრის
გარშემო
ჭერის პერიმეტრის გარშემო ნათურები, განსაკუთრებით თუ მის ცენტრში არ არის განათება, ცუდი გადაწყვეტილებაა. ეს არასწორია არა მხოლოდ ვიზუალური თვალსაზრისით, არამედ ფუნქციონალური თვალსაზრისითაც. სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა ძალიან მარტივია. საკმარისია ნათურების თანაბრად გადანაწილება ჭერის მთელ ზედაპირზე. თქვენ შეგიძლიათ განაზავოთ ისინი მაგალითად, მაგიდის ზემოთ ჭაღით.
საშხაპე კაბინა
უბრალო შუშა ან ფარდა ბევრად უფრო ლამაზად გამოიყურება, ვიდრე ჩინური კოსმოსური კაფსულა, რომელსაც აქვს განათება, მუსიკა, ჰიდრომასაჟი და ყველაფერი, გარდა ხარისხისა და დახვეწილი ვიზუალისა.
კლასიკური ინტერიერი პატარა სივრცეში
კლასიკური ინტერიერები არის ელეგანტური, სანახაობრივი და გამოიყურება ძალიან ეფექტურად, მაგრამ მხოლოდ საკმარის სივრცეში. ეს გამოსავალი იდეალურია დიდი ოთახებისთვის დიდი ფანჯრებით და მაღალი ჭერით. პატარა ოთახში ელეგანტური კლასიკა მოუხერხებელ იმიტაციად გადაიქცევა.
ბუნებრივი მასალების იმიტაცია
ლამინირება არის იაფი და მარტივი გადაწყვეტა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მარტივად მიიღოთ მარმარილოს სამუშაო ზედაპირი ან მუხის კომოდი. მაგრამ ასეთი დიზაინი აუფასურებს ინტერიერს, მაშინაც კი, თუ მისი ყველა ელემენტი ელეგანტური და ძვირია. ეს გამოსავალი მისაღებია ტექნიკური სივრცისთვის, შიდა კარადების ან საგარდერობე სივრცის მოსაპირკეთებლად.
ფოტო ფონი
ბანალური, ტიპიური ნახატები, მაგალითად, მანჰეტენის ფოტოები ღამით ან ეიფელის კოშკი არ ჯდება თანამედროვე ინტერიერში. თუმცა მინიმალისტურს გამოსახულებებს ან აბსტრაქციებს შეუძლიათ შეავსონ ინტერიერი საერთო კომპოზიციის დარღვევის გარეშე.