რა ქმნის ინტერიერში ვიზუალურ ქაოსს, რომელიც ისე გაღიზიანებთ, ზოგჯერ ვერც ხვდებით


თუ დროდადრო გაგიჩნდებათ ბინის დალაგების სურვილი, თუმცა ის ისედაც სუფთა გაქვთ, დიდი ალბათობით, ინტერიერი გაღიზიანებთ. განვიხილოთ საკითხი ექსპერტებთან ერთად.

ჩამრთველები არასწორ ადგილებში


პირველი, რაც ინტერიერს აფუჭებს, არასწორად განთავსებული ჩამრთველები და გაუთავებელი შნურებია მთელ სივრცეში. თუ თქვენი მომავალი ბინის ან სახლის დაგეგმვის ეტაპზე ხართ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ამ საკითხს, კომპეტენტური დიზაინერი დაგისვამთ სახელმძღვანელო კითხვებს, რომლებიც დაგეხმარებათ უზრუნველყოთ ჩამრთველების საჭირო რაოდენობა. თუ თავად არემონტებთ, იფიქრეთ იმაზე, თუ რა ტექნიკას გამოიყენებთ თითოეულ ოთახში.
მაგალითად, სამზარეულოში თქვენ უნდა დააკავშიროთ დიდი საყოფაცხოვრებო ტექნიკა (მაცივარი, გამწოვი,
ქურა) - მათი ჩამრთველი თვალს მოფარებული უნდა იყოს, მაგრამ უფრო პატარა და პორტატული ტექნიკისთვის - ბლენდერი, ყავის მანქანა, წვენსაწური - წინასწარ უნდა განსაზღვროთ რაოდენობა, ადგილი და სიმაღლე. ამ გზით თქვენ თავიდან აიცილებთ კაბელების ჯუნგლებს ბინაში. თუ უახლოეს მომავალში არ გეგმავთ რემონტს, იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ დამალოთ სადენები: დაჭიმეთ ისინი მაგიდის ან დივნის უკან, დაამაგრეთ ისე, რომ ფეხებში არ გედებოდეთ და არ გაღიზიანებდეთ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ უკაბელო დამტენები გაჯეტებისთვის.

არასწორი განათება

არა მხოლოდ პერფექციონისტის, არამედ ნებისმიერი ადამიანის კოშმარი, რომელიც ზრუნავს ბინაში წესრიგზე, არის არასწორი განათება, და განსაკუთრებით არასწორ ადგილებში განლაგებული ჭაღები. სინათლის მთავარი წყარო უმჯობესია ოთახის ცენტრში განათავსოთ ან სპეციალურად შერჩეულ ზონაში, ქაოტურად დამონტაჟებული ნათურები არაჰარმონიული იქნება.
განათების მოწყობილობების სწორი ადგილმდებარეობის გარდა, საკმარისი უნდა იყოს მათი რაოდენობაც . რაც უფრო მეტი ამრეკლავი ელემენტია ოთახში - სარკეები, პრიალა და შუშის ზედაპირი - მით ნაკლები სინათლის წყარო იქნება საჭირო. თუ თქვენი ოთახი მდებარეობს ჩრდილოეთის მხარეს, ხელოვნური განათება შეიძლება დაგჭირდეთ დღის განმავლობაშიც კი. დიზაინერი, რა თქმა უნდა, გაითვალისწინებს ამ ნიუანსებს.

მრავალდონიანი ჭერი და უაზრო ფანჯრის რაფები


მრავალდონიანი პრიალა ჭერი დიდ გავლენას ახდენს ინტერიერის საერთო აღქმაზე. ეს არის ძალიან ძველი ტრენდი, რომელიც მოდიდან გადავიდა. კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა არის "გამობერილი" ფანჯრის რაფები - როდესაც ხედავთ ფანჯრის რაფის ნაწილებს, რომლებიც გვერდებიდან ამოდის. ვარიანტი გამოიყურება ელეგანტურად და მოწესრიგებულად, თუ ფანჯრის რაფა იმ სიღრმისაა, რა სიღრმეზეც ფანჯარაა შეჭრილი კედელში.

ძაველმოდური შპალერი

ყოველთვის ბევრი კითხვაა ედლებთან დაკავშირებით. უარი თქვით ზედმეტ პრინტებსა და ფიგურებზე, თუ სივრცისთის ლაკონური იერის მიცემა გინდათ, შეღებეთ ერთ ტონალობაში ნეიტრალურ ფერში.

ვიზუალური ქაოსი



ვიზუალური ხმაურისგან თავის დასაღწევად ყველაზე იდეალური ვარიანტი იქნება საგარდერობე ოთახი, სადაც შეგიძლიათ დამალოთ ნივთები, სათამაშოები და ზოგჯერ ნი ვთებიც კი. თუ თქვენს ბინაში არ ხერხდება საგარდერობე სივრცის გამოყოფთ, მაშინ შესანახი სისტემები დაგეხმარებათ.
თვალსაჩინო ადგილას უნდა დარჩეს მხოლოდ ავეჯის ან ინტერიერის დიზაინის ნაწილები, ისევე როგორც მოწყობილობები, რომლებსაც მუდმივად ვიყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ეცადეთ, რომ სახლში არ იყოს ზედმეტი და მით უმეტეს, უფუნქციო ნივთები, რომ ბინა სუნთქავდეს. ასეთი ყველაზე პატარა ნაბიჯებიც კი თქვენს სახლს უფრო კომფორტულს გახდის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები