ბეჭდვა შპალერზე - ყველაზე მოდური ტრენდი თანამედროვე ინტერიერში

მოდა საკმაოდ ცვალებადი რამაა. არა მხოლოდ ტანსაცმლის, არამედ, ინტერიერის ტენდენციებიც ხშირად იცვლება და დროს უწყობს ფეხს. შესაბამისად გვაქვს სურვილი, სივრცე, რომლის მოწყობასაც ვაპირებთ, იქნება ეს სახლი, ოფისი თუ სხვა, მაქსიმალურად თანამედროვედ გამოიყურებოდეს, ჩვენს თვალსაც ახარებდეს და შთაბეჭდილებას ახდენდეს მნახველზეც. თანამედროვე ტენდენციებზე ინტერიერის დიზაინერი თამარ (რეჯინა) გაჩეჩილაძე გვესაუბრება:

- წელს ძალიან მოდურად მიიჩნევა ინტერიერში ბუნებრივი ფერების გამოყენება და ასეთივე ფერთა შეხამება: შავი და თეთრი; ნაცრისფერი, გამხმარი ფოთლების ფერი; ყავისფერი, ნატურალური მწვანე;
ასევე ტრენდულია გეომეტრიული ფორმებისა

და გამოსახულებების მქონე ფილები - საპირფარეშოსა და სამზარეულოს მოპირკეთება, როგორც წესი ხდება, კერამიკული ფილებით. იცვლება მხოლოდ ფორმა და ნახატი. 2016 წელს განსაკუთრებით პოპულარული იქნება გეომეტრიული ნაქარგი რომბის, კვადრატის, მრავალკუთხედებისა და სწორკუთხედების მოტივებით.
სპეციალისტები ასევე გვირჩევენ, შევიძინოთ რამდენიმე დეკორატიული ბალიში მხიარული, ირონიული გამომეტყველებით. სასურველია, ბალიში გრაფიკული სტილით, მოდურ ფერებში იყოს შესრულებული.
ასევე მოდურია სხვადასხვა ლითონის შერევა ინტერიერში. ამ წელს დაირღვევა სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ სხვადასხვა სახის მეტალი ერთ განსაზღვრულ ფართში ერთმანეთს არ შეესაბამება.
ასევე საკმაოდ აქტუალურია ე.წ. ფოტოშპალერი ან დაპრინტული შპალერი, რაც შეიძლება ორიგინალური და გამორჩეული. თუ გასულ წელს მზა პროდუქციაზე კეთდებოდა აქცენტები, წელს დიზაინერები გვირჩევენ თავადვე შევარჩიოთ, თუ რა გამოსხულებას დავპრინტავთ შპალერზე და გადავიტანთ კედელზე.
ფოტოშპალერი არის ძალიან საინტერესო ხერხი, რომლის საშუალებითაც ადამიანი საკუთარი გემოვნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე ქმნის სასურველ ინტერიერს. დღეს ეს საკმაოდ მოდური ტენდენციაა და უკვე ჩვენს ქვეყანაშიც ბევრი ითვალისწინებს ამ ტენდენციას.


- საქართველოში რამდენად უწყობენ ფეხს ტენდენციებს და თუ არსებობს საშუალებები, რომ თუნდაც ორიგინალური ფოტოშპალერის შექმნაში თავად მივიღოთ მონაწილეობა?
- საქართველოში ნელ-ნელა მოდური ხდება ინტერიერის ტენდენციებისთვის ფეხის აწყობა, ცდილობენ გაიგონ, რა არის მოდური, ტრენდული და გაითვალისწინო.
რაც შეეხება ფოტოშპალერს, რამდენადაც ვიცი, ჩვენს ქვეყანაშიც არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლის საშუალებით შესაძლებელია შპალერზე ნებისმიერი ნახატის, პეიზაჟის, პორტრეტის, ორნამენტის, გეომეტრიული ფათერნის გადატანა.


- რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, როცა სახლში მსგავსი ტიპის შპალერის გაკვრას გადაწყვეტს? რა უნდა იცოდეს?
- სწორად შერჩეული ფოტოშპალერი, თქვენთვის სასიამოვნო და საინტერესო გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ, თუმცა ფოტოშპალერის დიზაინის შერჩევის დროს უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე დეტალი, რათა სასიამოვნო და ლამაზი ელფერი შემატოს თქვენს სივრცეს:


1. ოთახი თუ სხვა სივრცე, სადაც ფოტოშპალერის გაკვრა გსურთ, ეცადეთ, რომ იყოს მინიმალისტური და არ გადატვირთოთ ავეჯით. ფოტოშპალერის საშუალებით შეგვიძლია გავზარდოთ და გავანათოთ სივრცე, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორად შევარჩევთ შპალერს ჩვენი ინტერესის და სივრცის გათვალისწინებით.

2. სივრცეს ვიზუალურად ზრდის ქალაქის, ქუჩის, ბუნების, ხედების პეიზაჟი (ანუ ყველა ის ვიზუალი, სადაც პერპექტივა კარგად აღიქმება). ფოტოშპალერს მიმზიდველობას მატებს დამატებითი განათება.

3. ვინტაჟურ, ქანთრის სტილის ინტერიერს უხდება ყვავილებიანი ფოტოშპალერი. ძალიან აქტუალური და განსაკუთრებით მოდურია გეომეტრიული ფიგურებით ნაბეჭდი ფოტოშპალერი.

4. ფოტოშპალერის შერჩევისას პირველ რიგში ყურადღება უნდა გაამახვილოთ ფერთა გამაზე. არ დაგავიწყდეთ, რომ მკაცრი ფერები სივრცეს უფრო დიდად აჩენს, თბილი ტონები კი, შესაბამისად, ამცირებს მას. ცივ ფერებს შეიძლება მივაკუთვნოთ მწვანე, ცისფერი, ლურჯი და ა.შ. ყვითელი, სტაფილოსფერი, წითელი კი თბილ ფერებად ითვლება.

5. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფოტოშპალერის დიზაინი ისეთ დანადგარზე და ისეთი საღებავებით დაიბეჭდოს, რომელიც უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, რადგან სხვა შემთხვევაში შესაძლოა გარკვეული ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს, ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორია როცა საქმე ბავშვის ოთახს ეხება.

ერთია მოდის ტენდენციები და მეორეა, რამდენად არის ეს შესაძლებელი და ხელმისაწვდომი საქართველოში ამ ტიპის შპალერების ბეჭდვა. გვესაუბრება სტამბა „პრინტარეას“ ხელმძღვანელი თინა სანაძე:


- ჩვენ ვცდილობთ, არ ჩამოვრჩეთ მსოფლიო ტენდენციებს და მაქსიმალურად მოვერგოთ მომხმარებლის სურვილებს. ამიტომ როგორც კი ჩნდება მოთხოვნა რაღაც კონკრეტულ მიმართულებაზე, მაშინვე ვიწყებთ იმაზე მუშაობას რომ ეს მიმართულება გახდეს ხელმისაწვდომი ქართველი მომხმარებლისთვის.


- როგორც გავიგეთ, თქვენთან შესაძლებელია, 2016 წლის ერთ-ერთი ტენდენციური მიმართულების, ფოტოშპალერის ბეჭდვა.
- ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ შევიძინეთ დანადგარი HP latex-ი, რომელიც მაღალტექნოლოგიური, კარგად დამუშავებული დანადგარია. ამ დანადგარზე იბეჭდება არამხოლოდ შპალერები, არამედ სტიკერები, ბანერები, ცნობილი მხატვრების რეპროდუქციები, დიდი ზომის ფოტოები. დამკვეთს ვაძლევთ სრულ თავისუფლებას, ბინის, რესტორნის,ოფისის, სასტუმროს ინტერიერისთვის შეარჩიოს და დაბეჭდოს ნებისმიერი რამ, საკუთარი გემოვნებიდან გამომდინარე, აირჩიოს განსხვავებული, ორიგინალური ინტერიერი, ისეთი, როგორიც თვითონ სურს. ეს დანადგარი სრულიად ახალი ტექნოლოგიით, წყლის საღებავებით ბეჭდავს, შესაბამისად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, HP latex-ზე დაბეჭდილი პროდუქცია არის ეკოლოგიურად სუფთა და აბსოლუტურად უვნებელი. თავისუფლად შეიძლება გამოიყენოთ ბავშვის ოთახისთვის, რადგან სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, პირთან კონტაქტის შემთხვევაშიც კი არ ვნებს ადამიანს.

- ფოტოშპალერებს ხშირად აქვს რეალური სივრცის ეფექტი, ამას რა ტექნოლოგიით ახერხებთ?
- არსებობს სპეციალური ფოტოქაღალდი, სადაც შესაძლებელია 1/2 მეტრზე დავბეჭდოთ ნებისმიერი მხატვრის ტილოები, პეიზაჟები, პორტრეტები და ა.შ. არსებობს სპეციალური მასალა, რომელსიც ისეთ ეფექტს ტოვებს, თითქოს ზეთით არის დახატული და ჰგავს ორიგინალს. საზღვარგარეთ ძალიან პოპულარულია ეს მიმართულება, საქართველოში ბოლომდე არ არის შემოსული. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის, გვინდა აქაც გავააქტიუროთ მომხმარებელი, მივაწვდინოთ ხმა, როგორც იურიდიულ, ისე კერძო პირებს, რომ შეუძლიათ ნებისმიერი მაღალი ხარისხის დიზაინის შექმნა. ჩვენ თვითონაც ვქმნით დიზაინს, თუმცა დამკვეთის მოთხოვნებს მაქსიმალურად ვითვალისწინებთ

- ანუ გინდათ თქვათ რომ სურვილის შემხვევაში შესაძლებელია თუნდაც პიკასოს, მოდილიანის ან სხვა რომელიმე ცნობილი მხატვრის რეპროდუქციის ტილოზე გადატანაც.
- დიახ, სწორედ ამას ვგულისხმობ, შესაძლებელია ნებისმიერი თქვენთვის სასურველი მხატვრის ნამუშევრის პრინტის გაკეთება.

- ალბათ ბევრს დააინტერესებს, ფასები რამდენად ხელმისაწვდომია?
- ეს მასალის ხარისხზეა დამოკიდებული. მაქსიმალურად ვცდილობთ, ფასები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. საერთოდ, რაც უფრო ექსკლუზიური მასალაა, მით უფრო განსხვავებული ფასი აქვს.

- შპალერის შემთხვევაში, მოსავლელად როგორია მსგავსი ტიპის შპალერი?
- ძალიან ადვილი მოსავლელია. ჩვეულებრივად იწმინდება სველი ჩვარით

- ისიც გვითხარით, შპალერზე ბეჭდვის გარდა რა მომსახურებას სთავაზობს „პრინტარეა“ მომხმარებელს?
- სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებას: მოსაწვევები, მისალოცები, სავიზიტო ბარათები, ფლაერები, ბუკლეტები, მანქანების ბრენდირებას, ბრენდირებას კალმებზე, ბრენდირებას ბლოკნოტებზე, ბრელოკები, ხის აქსესუარები... მოკლედ სრულ პოლიგრაფიულ მომსახურებას

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები