მოპირკეთება, ისევე, როგორც სამოსის შერჩევა, შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან: ჯერ ვირჩევთ მთავარს, ანუ ვწყვეტთ, რას ჩავიცვამთ, შარვალს თუ კაბას და შემდეგ ვუხამებთ აქსესუარებს. ასეა ბუხრის შემთხვევაშიც, ჯერ ვამზადებთ ძირითადს და შემდეგ შევურჩევთ აქსესუარებს. როგორც მიხვდით, ამჯერად ბუხრის დიზაინზე ვისაუბრებთ.
იმისათვის, რომ ჩვენი ბუხარი ლამაზი გამოვიდეს, სანამ მის გაკეთებას დავიწყებთ, უნდა ვიცოდეთ, როგორი სტილის და რა მასალის უნდა იყოს იგი. აი, ამის შემდეგ კი უკვე შეიძლება აქსესუარებზე ზრუნვაც.
ყურადღება მიაქციეთ სტატიის პირველ ფოტოს.
ეს ბუხარი კლასიკურ სტილშია გაკეთებული, გამნსაკუთრებული არაფერი, თუმცა
შემდეგ ფოტოზე კი დარწმუნდებით იმაში, თუ რამდენად მომგებიანია ბუხრის ხის მასალით მოპირკეთება.
ასე რომ, ბუხრის მოპირკეტებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე წესი:
1. თუ თქვენი ბუხრის მოსაპირკეთებლი მასალის ფერი ინტერიერის რომელიმე ელემენტის ფერია, თქვენი ბუხარი ძალიან ლამაზი გამოვა.
ამ ფოტოზე ერთი შეხედვით განსაკუთრებული არაფერია, ყველაფერი ძალიან უბრალო და ჩვეულებრივია, თუმცა თითოეული დეტალი საგულდაგულოდ არის გათვლილი და მოფიქრებული. შავი ფერი გამოყენებულია როგორც ბუხრის მოსაპირკეთებლად, ისე ავეჯში. ბუხრის პირტალი თეთრი ფერის არის, ისევე, როგორც ფარდები და ბუხარზე განლაგებული სურათის ჩარჩოები. ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად ირეკლება ბუხრის თავზე დაკიდებულ სარკეში. და ბოლოს, ბუხრის თაროსთვისაც სწორედ ეს ფერია შერჩეული. შედეგად მივიღეთ საოცარო ჰარმონიის, წესრიგისა და სისუფთავის შეგრძნება.
ახლა რაც შეეხება ბუხარს, რომელიც ნატურალური ქვით არის მოპირკეთებული. გრანიტი და მარმარილო მოდიდან კარგა ხანია გადავიდა და ეს ძალიან კარგიც არის, რადგან ის ინტერიერს ყოველთვის როდი უხდება.
შეადარეთ ერთმანეთს ეს ორი ფოტო. მარცხენა ფოტოზე წარმოდგენილი მოდიდან კარგა ხნის გადასული კლასიკურ სტილში მოპირკეთებული ბუხარი, მასალად გამოყენებულია მარმარილო, ოქრო, თაროზე კი ძველებური, მდიდრული ლარნაკებია განთავსებული. მაგრამ ეს უკვე წარსულია. არ გირჩევტ დღესდღეობით იგივეს გამეორებას, თუ ბუხრის მოპირკეთება კლასიკურ სტილში გადაწყვიტეთ, მარჯვენა ფოტოზე კლასიკური სტილის თანამედროვე ვარიანტია წარმოდგენილი.
ასე რომ, გაითვალისწინეთ მეორე წესი, თუ მოსაპირკეთებლად ნატურალურ ქვას აირჩევთ, ის უნდა იყოს მაქსიმალურად ლაკონური და სადა.
ძალიან ეფექტურია ასევე ბუხრის მეტალის აჟურული ბადით გაფორმება. ასე რომ, უპირატესობა მიანიჭეთ უბრალო ბუხარს, რომელსაც აქსესუარის ხარჯზე გაამდიდრებთ.
ქანთრის სტილისთვის კი ასიმეტრიული გაფორმებაა მისაღები. მოგეხსენებათ, ასიმეტრია თანამედროვე სტილისთვისაა დამახასიათებელი, ეს ბუხარსაც ეხება. თანამედროვე ბუხრის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი აბსტრაქტული ნახატებია და ცოტაოდენი დეკორი.