2021 წლის ყველაზე მოდური დივნები

დივანს სახლში ყოველთვის ცენტრალური ადგილი უკავია. ეს ავეჯის საკმაოდ მსხვილი ნივთია, ვიზუალურად წონიანი და მის შერჩევაზეა დამოკიდებული თითქმის მთელი ინტერიერი. ამიტომ დივნის შეძენის დროს ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და კარგად უნდა დავფიქრდეთ, რა გვინდა. იმისათვის, რომ ინტერიერი იყოს თანამედროვე, დივანიც აუცილებლად თანამედროვე ტიპის უნდა იყოს. სიტყვა თანამედროვე მოდამ არ შეგაშინოთ, რადგან ინტერიერში მოდა ათწლეულებს უძლებს.

და მაინც, როგორი არის დღეს თანამედროვე დივანი? მოდით, განვიხილით 2021 წლის ტრენდული, ფავორიტი მოდელები.

უკარკასო დივანი 

უკარკასო დივანმა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყირაზე დააყენა ავეჯის
სამყარო და ახალ საფეხურზე აიყვანა ინტერიერის ეს ნიშა. არანაირი ხის ან მეტალის კარკასი და ამავე დროს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრუქტურული ფორმა. კარკასისი ფუნქცია შალითამ ითავა, რომელიც შესანიშნავად იძლევა ფორმას. შალითას აქვს ნაზი შიდა ნაკერები, რომელიც ხაზს უსვამს გრაფიკას და დიზაინის მინიმალიზმს.

ხის ფეხები

ჩვენ ვუბრუნდებით 1960-იანი წლების მოდას და კვლავ იძენს აქტუალობას რეტრო სტილი, რეტრო-დივანი ფეხებზე. ამასთან, სასურველია, რომ ნაზი ფეხები ჰარმონიულად ერწყმოდეს საკმაოდ მსხვილ და მასიურ დივნის ზედა ნაწილს. ფეხები შეიძლება იყოს ტრადიციული ან ცილინდრული ფორმის. უმჯობესია იყოს ხის, ცოტა დახრილი ან სწორი. დასაშვები მეტალის ფეხებიც, ისიც სწორი, თუმცა არავითარ შემთხვევაში ე.წ. თათები.



კაპიტონე, ე.წ. ეტლის შალითა
კლასიკური ეტლის შალითის მსგავსი სტილი, კაპიტონე მოდიდან არასდროს გადავა. ეს კლასიკური სტილი არასდროს მოძველდება. თუმცა, ეს სტილიც გაახალგაზრდავდა და შეიძინა თანამედროვე ელემენტები. დივნებზე კაპიტონე, იგივე ეტლის შალითა, ჰიპერტროფირებული ვარაინტით გამოჩნდა, ანუ ღილების გარეშე.

თუ ინტერიერში რომბირებული კაპიტონე გადაწყვეტს შემოსვლას, ის აუცილებლად ხავერდის იქნება და ფუფუნების ეფექტიც ექნება. ზოგჯერ, ყურადღების მისაქცევად შესაძლოა მაქსიმალურად ღრმად ჩამჯდარი ღილებიც იქნას გამოყენებული. ის თავისი მასშტაბური რელიეფით, ღილებითა და ფერით აუცილებლად მიიქცევს ყურადღებას.

ვერტიკალური ქსოვა


ვერტიკალური სტილი მართალია, სიახლეა დივნების მოდაში, თუმცა მან უკვე დაიმკვიდრა ადგილი და ხშირად ტრადიციულ კაპიტონეს გვერდით ჩააჩოჩებს ხოლმე.

ეს სტილი აქტუალურად გამოიყენება საძინებელსა და მისაღებში, საძინებელში საწოლის თავის სახით და მისაღებში დივნის საზურგედ.


მრგვალი ფორმები

დივნის მოდა გლობალური ინტერიერის ტენდენციებს მიყვება, რომელიც თავის მხრივ მკაფიო გეომეტრიასა და უბრალო ლაკონურ ფორმებს მოიცავს. აი, აქ თანამედროვე დივნები ორ სახეობად დაიყო - ერთი, რომელიც მიჰყვება სწორ ხაზებსა და კუთხეებს და მეორე კი მომრგვალებულ ფორმებს. მრგავლდება ძირითადად საზურგე და სახელურები, იშვიათად დასაჯდომი. ამ სახის დივნები მაქსიმალურად მინიმალისტურია, ყოველგვარი ზედმეტი ელემენტების გარეშე, იქნება ეს დეკორი, პრინტი თუ ფერი. წრის ან კუბის გეომეტრია ამ შემთხვევაში პირველხარისხოვანია.

დივანი-ნიჟარა

დივან ნიჟარებს ძალიან ბევრი დამცირების გადატანა მოუხდათ ე.წ. ევრორემონტის ეპოქის დროს, თუმცა ამჯერად დაიბრუნა აქტუალობა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები