ინტერიერის მოსაწყობად იდეალურად ითვლება თითქმის კვადრატული ფორმის სივრცე, მაგრამ როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ოთახი ვიწროა? შევეცდებით გაგიზიაროთ ხრიკები, თუ როგორ არის შესაძლებელი გრძელი კედლების ეფექტის ვიზუალურად შემცირება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვადრატული ოთახის ზონირება ძალიან ჰარმონიულია გეომეტრიული თვალსაზრისით, თუმცა ძალიან ხშირად რეალურად ვიწრო და გრძელი ოთახის პირისპირ აღმოვჩნდებით ხოლმე და სწორედ ამ დროს გვჭირდება პროფესიონალის რჩევები, რომ ინტერიერი მაქსიმალურად ეფექტური და მოსახერხებელი გამოგვივიდეს.
სწორედ სპეციალისტები მიგვითითებენ იმაზე, რომ მსგავსი ტიპის სივრცის მოწყობის დროს მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ცალკეულ ელემენტებს, რათა
შედეგად ფუნქციონალური და კომფორტული სივრცე მივიღოთ.
პირველ რიგში, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ გახლავთ ის, რომ არ განვალაგოთ ავეჯი და სხვადასხვა აქსესუარები გრძელი კედლის გასწვრივ. ეს საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა. მსგავსი მიდგომა ოთახს ვიზუალურად კიდევ უფრო დააგრძელებს და შედეგით კმაყოფილი ნამდვილად ვერ დარჩებით.
როგორ მოვიქცეთ?
სივრცე აუცილებლად უნდა დაიყოს ფუნქციონალურ ზონებად. მაგალითად, ერთ ნაწილში მოეწყოს სასადილო ზონა, მეორე ნაწილში კი მოსასვენებელი, სადაც განთავსდება ტელევიზორი და სავარძლები. ზონირება, რა თქმა უნდა, წარმოსახვითი უნდა იყოს და არა რეალური ტიხრებით.
ნუ განალაგებთ ავეჯს მთელს პერიმეტრზე.
როგორც წესი, სავარძლები, დივანი, კუთხეებშია მიდგმული, ჩამწკრივებული კედელთან, მსგავსი წყობა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოხატავს ოთახის სივიწროვეს. გირჩევთ გადაიწიოთ ცენტრისკენ, შეგიძლიათ ოთახის ცენტრში მოაწყოთ სტუმროს ზონა და ეს ზონა გააფორმოთ დივანითა და სავარძლებით. კედელთან კი სამუშაო ზონა გააკეთოთ პატარა მაგიდითა და წიგნების სტელაჟით. თუმცა ამვადროულად სიფრთხილეა საჭირო, რომ ავეჯი ნივთების გროვას არ დაემსგავსოს.
ეცადეთ თავიდან აიცილოთ სრული სიმეტრია.
როდესაც ავეჯი განთავსებულია ძალიან სიმეტრიულად, ოთახის ფორმა კიდევ უფრო მკვეთრად არის გამოხატული.
ეცადეთ შექმნათ ე.წ. ვიზუალური ქაოსი, რაღა თქმა უნდა, ზომიერად. ასეთ დროს ძალიან კარგად ჯდება ინტერიერში კუთხის რბილი ავეჯი.
ასევე საყურადღებოა ის მომენტი, რომ ავეჯს შორის არ იყოს დიდი დაშორება, რათა თავისუფალი სივრცე კიდევ უფრო მეტად არ გამოჩნდეს და არ შეიქმნას დერეფნის აღქმა. ასევე უნდა არსებობდეს ბალანსი არსებული ავჯის რაოდენობასთან დაკავშირებით. გადაჭედილი სივრცე ლამაზად არასდროს გამოიყურება.
თავი აარიდეთ მკვეთრ კონტრასტებს, მკვეთრი აქცენტები ყოველთვის ხაზს უსვამს გეომეტრიულ ფორმებს.
რაციონალური იქნება კედლის ზედა ნაწილის შეღებვა, ხოლო ქვედა ნაწილში შპალერი. ფერთა გამა, რა თქმა უნდა, ერთი უნდა იყოს. სწორად შერჩეული ფერების შემთხვევაში მსგავსი ჰორიზონტალური დაყოფა სივრცეს ვიზუალურად გაადიდებს. ფერები კი ეცადეთ იყოს ღია და თბილი.