როგორ შევარჩიოთ კომპიუტერის სავარძელი - პრაქტიკული რჩევები

დღეს ადამიანების უმეტესობას მუშაობა კომპიუტერით უწევს, მჯდომარე მდგომარეობაში, რაც ხერხემლისთვის ძალიან ცუდია, რადგან დიდ ზეწოლას განიცდის. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ზურგისა და ხერხემლის მდგომარეობის კიდევ უფრო გართულება, საჭიროა, რომ შევარჩიოთ რაც შეიძლება მოხერხებული სკამი, რისი გაკეთებაც ადვილი ნამდვილად არ არის. მისი შერჩევის დროს ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო, იქნება ეს სკამის მასალა თუ მისის მარეგულირებელი სისტემა.


საქმე ის არის, რომ ადამიანის ზურგი და ხერხემალი ჯდომისას ორჯერ უფრო დატვირთულია, ვიდრე დგომის დროს, ამიტომ მოხერხებული სკამი, რომელსაც ექნება მოხერხებული, მორგებული საზურგე, ძალიან მნიშვნელოვანია. სასურველია
სკამს საზურგე ჰქონდეს რბილი. ასევე უნდა ჰქონდეს მოძრავი ფეხები, გორგოლაჭები. არსებობს ორთოპედიული სავარძლებიც, რომელიც თქვენს ზურგს კიდევ უფრო მეტ კომფორტს მიანიჭებს.

მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდებით სკამის ტიპზე, გირჩევთ სათანადო ყურადღება მიანიჭოთ მის სიმაღლეს, რათა მაქსიმალურად მოხერხებულ პოზაში იმუშაოთ და ამით ხერხემალზე ზეწოლა შეამსუბუქოთ. საუკეთესო ვარიანტი გახლავთ, როდესაც ფეხის ტერფები დალაგებულია იატაკზე.

ასევე მნიშვნელოვანია იდაყვების ჩამოსადები, განსაკუთრებით - ხანგრძლივი დროით მუშაობის დროს. მოხერხებულ სკამს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ეს ელემენტიც.
მოხერხებულად ითვლება სკამი, რომელიც ტრიალებს და ამით მასზე მჯდომ ადამიანს ნამდვილად უმარტივებს საქმეს.



სასურველია, სკამს ჰქონდეს წელის "დამჭერი", მისაყრდნობი, დამატებითი ბალიშის ან შიგნით ჩადგმული ღრუბლის სახით. ხანგრძლივი ჯდომის დროს წელზე დიდი დატვირთვა მოდის და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

ერგონომიური სავარძლის საზურგე უნდა იყოს 30-დან 50 სმ-მდე სიგანის და კარგად უნდა ერგებოდეს ხერხემლის ხაზს. 
სავარძლის ქსოვილი, უშუალოდ დასაჯდომი და საზურგე, უნდა იყოს საკმარისად რბილი და შიგთავსით ამოვსებული, რომ მასზე კომფორტულად იჯდეთ. არსებობს ე.წ. ბადეებიანი საზურგე, ქსოვილის ნაცვლად, რომელიც კარგი ხარისხის, ასევე კომფორტულია. თუმცა თუ დიდხანს ზიხართ სავარძელზე, მაინც ჯობს, ქსოვილიანი და შიგთავსით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები