დივანი ის ნივთია, რომელზეც ოჯახის ყველა წევრი იყრის ხოლმე თავს, საღამოობით ისვენებენ, დილაობით დღის გეგმებზე საუბრობენ. თან მისაღებში ცენტრალურ ადგილას არის ხშირად და მთავარი ყურადღება მისკენაა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დივანი იყოს პრაქტიკული და მოხერხებული. როგორ უნდა შევარჩიოთ დივანი, რომ იყოს მოხერხებული და გამძლე.
1. ფორმა
პირველ რიგში აუცილებლად უნდა განსაზღვროთ დივნის ფორმა, როგორ გამოგადგებათ, როგორი უნდა იყოს, ოჯახის ყველა წევრს რომ გამოადგეს. ყველაზე მარტივად განსათავსებელი სწორი ფორმის დივანია, რომელიც ასევე ძალიან კარგად ერგებაა სტუდიოს ტიპის ბინას.
დიდი ოჯახებისთვის უფრო მისაღები კუთხის
დივნებია, ბევრად ტევადია და ასევე პრაქტიკული.
თუ ოჯახი დიდია, რა თქმა უნდა, უმჯობესია დივანი ტრანსფორმერზე შეაჩეროთ არჩევანი, რომ იშლებოდეს და დასაწოლადაც გამოდგებოდეს.
2. კარკასი
დივნის შერჩევის დროს უმთავრესი ასპექტია კარკასი. ამ კონსტრუქციას ძალიან დიდი მისია აკისრია. მნიშვნელოვანია, რომ იყოს ძალიან მყარი და გამძლე. გირჩევთ არჩევანი მრავალფენიან ფანერაზე გააკეთოთ, ის გამძლე და საიმედოა.
3. შიგთავსი
დივნის ყველაზე გავრცელებული შიგთავსი ზამბარებია. ზამბარა ძალიან გამძლეა, რომელსაც არ ეშინია სიმძიმის. ასევე ძალიან კარგია შიგთავსად პენოპოლიურეტანი, რომელიც კომფორტულ ჯდომას უზრუნველყოფს. კომფორტული შიგთავსის შემოწმება ძალიამნ ადვილი, უბრალოდ უნდა დაჯდეთ დივანზე და რომ ადგებით შეხედოთ, რადენად სწრაფად დაიბრუნა მან პირვანდელი ფორმა.
4. შალითა
შალითის შერჩევის დროს პირველი, რაზეც უნდა იფიქროთ არის ის, რამდენად ადვილი გასაწმენდი თუ გასარეცხი იქნება. რა თქმა უნდა, მასალა უმჯობესია ნატურალური იყოს.
5. ფერი
დივნის ფერი ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ინტერიერს. მუქ ინტერიერს ეცადეთ ღია ფერის დივანი შეურჩიოთ და პირიქით - ღიას მუქი.
6. მექანიზმი
ყველაზე მარტივი მექანიზმი წიგნისებრი მექნიზმია. ეს ძალიან საიმედოა და გამოდგება მრავალჯერადი გამოყენებისთვის. ასევე ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მექანიზმი გახლავთ გამოსაწევი, რომელიც წინ გამოდის და საზურგე გადაიქცევა დასაწოლ ადგილად.