წიგნის თაროს შექმნის საინტერესო იდეები - უვარგისი ნივთებიც კი გამოგადგებათ


თუ კითხვა გიყვართ, დიდი ალბათობით მოზრდილი ბიბლიოთეკის მეპატრონე ბრძანდებით. ბევრ წიგნს წიგნის კარადა სჭირდება. წიგნის თაროებისთვის კარადის ყიდვა ყოველთვის მიზანშეწონილი არ არის, რადგან, თუ ადამიანი მოისურვებს, ამის გაკეთება თავადაც შეუძლია, თან ისე, რომ ფაქტობრივად არაფრის ყიდვა არ მოუწევს. წიგნების თაროების გასაკეთებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი შეხედვით უვარგისი, უკვე გამოუსადეგარი ნივთები. გაინტერესებთ, რა შეიძლება გმოიყენოთ მასალად?

ხის ძველი ყუთები, ძალიან იაფი მასალა, რომელიც ძალიან მოუხდება სოფლის ინტერიერს.




წარმოიდგენდით, რომ ძველი კიბისგან მსგავსი რამის გაკეთებაა შესაძლებელი?



ღია თაროების გაკეთება ნებისმიერი ფიცრისგან არის შესაძლებელი,
შეგიძლიათ ის სულ სხვა ფერებად გადაღებოთ.




ეს კი ძალიან ორიგინალური იდეაა, წიგნის კარადა სახლის ძველი კარისგან.


ძველი კომოდი წიგნის შესანახ ადგილად შეგიძლიათ აქციოთ.

კაბელების დასახვევისგან მსგავსი რამის გაკეთება თუ იქნებოდა შესაძლებელი ნამდვილად რთულად წარმოსადგენია.

უბრალო, ჩვეულებრივი მილი როგორ შეიძლება დაგვეხმაროს წიგნების შენახვაში.

ეს კი ძველი ტუმბოების ახალი სიცოცხლეა. 

ხის პადონების გამოყენების კიდევ ერთი საშუალება.

მაგიდის ძველი ფეხებისგანაც კი შეიძლება ლამაზი ნივთის შექმნა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები