7 შეცდომა სამზარეულოს ინტერიერში და რჩევები, რომლებიც მათგან თავის არიდებაში დაგეხმარებათ

სამზარეულოს რემონტის დაწყებისას ძალიან ბევრი რამ უნდა გათვალოთ, დაწყებული ფერთა გამიდან ჩამრთველებით დამთავრებული. ჩვენს მასალაში წარმოდგენილია სამზარეულოს რემონტის დროს დაშვებული ყველაზე გავრცელებული 7 შეცდომა.

1. სახლის გული


სამზარეული გახლავთ სახლის უმთავრესი ნაწილი, ე.წ. სახლის გული, სადაც ოჯახის დიასახლისის სხვა წევრებისთვის ამზადებს სადილს, სადაც თავს იყრიან ოჯახის წევრები, სადილობენ, საუბრობენ და ისვენებენ, ამიტომაც ეს ადგილი უნდა იყოს მაქსიმალურად კომფორტული, მოსახერხებელი და აუცილებლად მარტივად დასალაგებელი.


2. სამზარეულოს ფერი


ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სამზარეულოს ფერი, განსაკუთრებით კი სამუშაო ზონის. გაზქურის მიმდებარე ტერიტორია სამზარეულოს ყველაზე
ჭუჭყიანი ნაწილი, ამიტომ მისი ფერიც საგულდაგულოდ უნდა შეირჩეს.

დაივიწყეთ შავი ფერი, ის სამზარეულოსთვის არ არის, ასევე არ გირჩევთ თეთრ ფერს. იატაკის საფარად გამოგადგებათ კერამიკული ფილები ან ლამინატი, სამზარეულოს გარნიტურად კი აირჩიეთ ნაცრისფერი, ყვითელი ან რომელიმე ნეიტრალური ფერი.


3. ცუდი განათება


სამზარეულოსთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კარგი განათება. გირჩევთ კარადების ქვემოთაც გააკეთოთ ნათურები.


4. ჩამრთველების უკმარისობა


მნიშვნელოვანი ფაქტორია სამზარეულოში საკმარისი რაოდენობის ჩამრთველები. სპეციალისტების აზრით, სამზარეულოში 8 ჩამრთველი მაინც უნდა იყოს.


5. სამზარეულო გარნიტური


სამზარეულო გარნიტურის გაკეთების დროს გაითვალისწინეთ, რომ კარადები უნდა მიაბჯინოთ ჭერს, ჭერსა და კარადას შორის ადგილის დატოვებას არ გირჩევთ, ეს არაპრაქტიკულია, მტვრის ბუდეა.


6. დათბილული იატაკი


იატაკის დათბობა არ არის მიზანშეწონილი მაცივრის, გაზქურისა და ჭურჭლის სარეცხი მანქანის ქვეშ. ამიტომ, სანამ მის მონტაჟს დაიწყებდეთ, წინასწარ გათვალეთ ამ ტექნიკის განთავსების ადგილი.


7. ფილები და ლამინატი


ლამინატისა და ფილების შერწყმა ერთ სივრცეში მართლაც ძალიან ლამაზად მოჩანს, თუმცა მხოლოდ ფოტოზე, რეალობაში კი ამის გაკეთებას არ გირჩევთ, ეს საკმაოდ არაპრაქტიკულია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები