როდესაც მისაღებ ოთახს აფორმებთ, უნდა გაითვალისწინოთ ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი. მთავარ, მისაღებ ოთახში უნდა იყოს კომფორტული, მყუდრო ატმოსფერო და მოსახერხებელი გარემო. როგორ ვაქციოთ ჩვენი მისაღები უფრო ფართო, კომფორტულ და ნათელ ოთახად?
1. როდესაც ოთახი არც ისე ნათელია
თუ თქვენი მისაღები არ არის ნათელი და ინტერიერი ჩამუქებულია, არ გირჩევთ ოთახის ავეჯით, განსაკუთრებით კი მასიური ავეჯით გადატვირთვას. უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ დაბალი თაროების ტიპის სათავსოებს, მაშინ სინათლე უფრო კარგად შემოვა ოთახში, ხელს არაფერი შეუშლის.
2. არ არის ჟურნალის მაგიდის ადგილი
არის შემთხვევები, როდესაც ოთახი იმდენად
3. კონტაქტის ზონა
თუ თქვენთან სტუმრები ხშირად დადიან, მისაღები ოთახი განსაკუთრებულად უნდა მოაწყოთ, რათა თითოეულმა თქვენმა სტუმარმა თავი კომფორტულად იგრძნოს. ამისთვის არ არის საკმარისი მარტო რბილი დივანი, უნდა გქონდეთ საკმარისი რაოდენობის პუფები და სავარძლები, რათა ადამიანთა შორის კომუნიკაცია მოსახერხებელი და სასიამოვნო იყოს.
4. სარკე მისაღებში
მისაღებ ოთახში სარკეს არცთუ ხშირად ათავსებენ, თუმცა, შეგახსენებთ, რომ პატარა ზომის მისაღებისთვის ის ძალიან გამოსადეგი და მნიშვნელოვანი ატრიბუტია. მისი განთავსება ჯობის ისე, რომ მან აირეკლოს ფანჯარა და სინათლის შუქი.
5. ნათელი წერტილები
იმისათვის, რომ ერთოთახიანი ბინის მისაღები უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი გახადოთ, აუცილებელია მის ინტერიერში რაც შეიძლება ნათელი, კაშკაშა ელემენტები შეიტანოთ. ეს შეიძლება იყოს ყვავილები, დეკორატიული ბალიშები, სურათები ან სხვა აქსესუარები.
6. ფუნქციონალური დივანი
პატარა მისაღების მქონე ადამიანებს ვურჩევთ ამ ოთახისთვის შეარჩიონ რაც შეიძლება მსუბუქი, თუმცა, მაქსიმალურად ფუნქციონირებადი ავეჯი, შესაძლოა სავარძლები ან დივანი. მაგალითად, თუ ხშირად მოდიან სტუმრები, რომლებიც ღამით რჩებიან, გირჩევთ გასაშლელი დივნის შეძენას, რომელსაც ღამე გაშლით, დილით კი უპრობლემოდ აკეცავთ.
7. დეკორი, რომელიც ყველაფერს უხდება
დეკორი ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს ოთხის მოწყობის დროს. მაგალითად, პოსტერს დივნის თავზე შეუძლია სრულიად შეცვალოს ოთახი და სივრცის გამოჩენის პერსპექტივაც ერთიორად გაზარდოს.