საინტერესო რჩევები მათთვის, ვინც ანტრესოლზე ფიქრობს

მაღალჭერიანი ბინების მფლობელები აუცილებლად დაფქირდებიან ხოლმე დამატებითი, ანტრესოლის სართულის გაკეთებაზე, სადაც შეიძლება გაკეთდეს კიდევ ერთი საძინებელი ან თუნდაც კაბინეტი. საინტერესოა, რამდენად მაღალი უნდა იყოს ამ შემთხვევაში ჭერი და რისი ცოდნაა აუცილებელი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.




რა საჭიროა ანტრესოლი სართული

ანტრესოლი სახლს დამატებით აფართოებს. შესაძლოა მას ფუნქციური დატვირთვა მიენიჭოს, გაკეთდეს მაგალითად კაბინეტი, ბავშვის ოთახი ან საძინებელი.

მსგავსი რეკონსტრუქცია ბინის ფასსაც საგრძნობლად ზრდის.
თუმცა, როგორც თავადაც ხვდებით, სტანდარტულ ბინებში ასეთი სართულის გაკეთება წარმოუდგენელია, საამისოდ სახლს საკმაოდ მაღალი ჭერი უნდა ჰქონდეს, არანაკლებ 4,5 მ.
ახალი სართულის ჭერის სიმაღლე 2,1 მ-ს არ უნდა ჩამოუვარდებოდეს. ამიტომ, თუ ფიქრობთ მსგავის შესაძლებლობის განხილვას პირველ რიგში გაზომეთ ჭერის სიმაღლე და დარწმუნდით, რომ თქვენი ბინის ტექნიკური მახასიათებლები იძლევა დამატებითი, ანტრესოლის სართულის გაკეთების შესაძლებლობას.

ხშირად აინტერესებთ ხოლმე ასევე, შესაძლებელია თუ არა ანტრესოლის სართულზე სველი წერტილის გადატანა, მაგალითად აბაზანის ან სამზარეულოსი.

გვინდა გითხრათ, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა საამისოდ დაგჭირდებათ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და კომუნიკაციების საიმედოდ გადაწყობა.

თუ ახალი სართული კედლებით იქნება, ანუ დახურული ტიპის, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ საყრდენი კედელი კარგად უნდა გამაგრდეს, ხოლო ზედა სართულის ახალი კედლები მაქსიმალურად მსუბუქი უნდა იყოს. ასევე გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ ასეთ სართულზე არ ღირს მაგალითად სრულფასოვანი ბიბლიოთეკის გაკეთება მძინე წიგნების კარადებით. როგორც ხვდებით, საუბარი გავქვს იმაზე, რომ ოთახი არ დამძიმდეს.

ასევე მნიშვნელოვანი და აუცილებელი ატრიბუტია კიბე, რომლის გარეშეც ზედა სართული წარმოუდგენელია, აქედან გამომდინარე, ის კარგად დაგეგმილი და გააზრებული უნდა იყოს.

ანტრესოლის სართულზე ამავალი კიბე აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს სპეციალურ ნორმებს. საფეხურებს შორის აუცილებლად უნდა იყოს სივრცე, საფეხური შეიძლება იყოს მინიმუმ სამი და მაქსიმუმ 15, თავად საფეხურის საშუალო სიმაღლე უნდა იყოს მინიმუმ 15 და მაქსიმუმ 20სმ.

და კიდევ ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწონოთ, თუ ანტრესოლის სართულის გაკეთებას გადაწყვეტთ, აუცილებლად დააკანონეთ ახალი პროექტი, რათა თავიდან აიცილოთ მოსალოდნელი გაურკვევლობები უკანონო დაპროექტებასთან დაკავშირებით.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები