ბინის ფსიქოტიპები: რაზე მეტყველებს საცხოვრებელი სახლი


არ აქვს მნიშვნელობა, სახლში ჯდომის მოყვარული ბრძანდებით თუ თავგადაკლული მოგზაური, ბოლოს ყველა აუცილებლად უბრუნდება საკუთარ სახლს, სადაც თავს ყველაზე დაცულად და კომფორტულად გრძნობს. არ აქვს მნიშვნელობა, რამხელაა სახლი - ერთოთახიანი თუ სამსართულიანი, ეს არის ადგილი, სადაც კედლებიც კი კურნავს და ეამება ადამიანის სულს.

ადგილი კი არ უხდება ადამიანს, არამედ ადამიანი უხდება ადგილს. ყველა ადამიანს თავისი ენერგეტიკა აქვს, რომელიც აუცილებლად გადადის მის სახლზე.
მაგნიტი მაცივარზე, ნახატი კედელზე, სუვენირები და ბევრი სხვა წვრილმანი ადამიანის ხასიათზე მეტყველებს.


განათება



ერთ-ერთი დიდი კვლევის შედეგად დამტკიცდა,
რომ არსებობს კავშირი ადამიანის ემოციურ მდგომარეობასა და სახლში არსებულ განათებას შორის.
თუ ადამიანი უპირატესობას დიდ და ნათელ სივრცეს ანიჭებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ნათელი ფსიქიკა აქვს.
ვინც ჩაბნელებულ სივრცეს ირჩევს, იმ ადამიანს უჭირს საკუთარი თავის კონტროლი, მათ არც ისეთი სტაბილური ფსიქიკა აქვთ.

სამუშაო ზონა


დღესდღეობით, როდესაც სახლიდან მუშაობა ასე აქტუალურია, სამუშაო ზონა თითქმის ყველა სახლში არსებობს.
მოუწესრიგებელი, მიყრილი სამუშაო ზონის პატრონს დიდად ვერ ენდობით, ხოლო თუ ყველაფერი აკურატულად არის მილაგებული, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მეპატრონე რაციონალური და გაწონასწორებული ადამიანია.

ტანსაცმლის კარადა



კარადა გასცემს ადამიანს. თუ კარადის კარი ღიაა, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი მეპატრონე მას ხელოვნების ნაწილად აღიქვამს. ასეთი ადამიანები ძალიან აფასებენ სამოსს და კარგადაც უვლიან მას, ისინი მუდმივად კარგად გამოიყურებიან.

საძინებელი


თუ ადამიანს ლოგინის ალაგება გაღვიძებისთანავე უყვარს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი შრომისუნარიანი და შრომისმოყვარეა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რაც მეტს მუშაობს ადამიანი, მით ადრე ასწორებს დილით ლოგინს.
ასეთ ადამიანებს უყვართ თავიანთი პროფესია და ასევე სპორტი.

არეული ოთახი



თუ ადამიანს ოთახში ბევრი ძველი ნივთი აქვს, ისეთიც, რომელიც მას არაფერში სჭირდება, მაგრამ არ ყრის, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ვერ ელევა წარსულს.

დეკორაცია



თუ ადამიანის სახლში უხვად არის დეკორის ელემენტები, ეს მიუთითებს იმაზე, რომ სახლის მეპატრონე არის ამბიციური ადამიანი, რომელიც მუდმივად ისახავს ახალ-ახალ მიზნებს. გადახედეთ თქვენს ინტერიერს, თუ თვლით, რომ ის არ გამოხატავს თქვენს პიროვნებას, დროა შეცვლოთ ის.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები