რემონტის დროს დასახმარებლად და იდეებისთვის ხშირად მივმართავთ ინტერნეტსა და ბლოგერებს. არადა, მათი რჩევები ყოველთვის გასათვალისწინებელი როდი არის. მოდით, ვნახოთ რამდენიმე მაგალითი.
ღია თაროები სამზარეულოში
ბოლო დროის ტენდენციების თანახმად კომფორტულ სამზარეულოში უნდა იყოს მეტი სივრცე და თავისუფლება, უნდა იყოს მყუდრო და მოხერხებული. სულ უფრო აქტუალური ხდება ღია თაროები, თუმცა ის პრაქტიკული სულაც არ არის, რადგან უამრავ მტვერს აგროვებს. ამიტომ უმჯობესია უპირატესობა ტრადიციულ, დახურულ კარადებს მიანიჭოთ.
მარმარილოს ზედაპირი
გეთანხმებით, ვიზუალურად მარმარილო მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა პრაქტიკულს მას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, მასში ძალიან
ადვილად ჯდება ჭუჭყი და არც მარტივი გასაწმენდია. ბევრად მოსახერხებელი და მარტივად მოსახმარია კვარცი. ის კარგად უძლებს მაღალ ტემპერატურასაც და ბევრად მდგრადი და გამძლეა, ვიდრე მარმარილო.
უჟანგავი ფოლადისფერი მაცივარი
ამ ფერის მაცივარი თეთრ მაცივარზე მეტი ღირს, თუმცა ფასი ყოველთვის როდი ამართლებს ხარისხს. ასეთ ზედაპირს ბევრად მარტივად ეტყობა ნათითურები და ყველა სახის ჭუჭყი, გარდა ამისა, თუ შეცვლით დიზაინს, ის შესაძლოა უბრალოდ არა მოერგოს სხვა ინტერიერს, რაც თეთრი ფერის შემთხვევაში თითქმის გამორიცხულია, თეთრი ფერი აქტუალობას არასდროს კარგავს.
დასადები ნიჟარა
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს დასადები ნიჟარა აბაზანაში სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს და ძალიან მრავალფეროვანი ასორტიმენტი არის წარმოდგენილი ბაზარზე, დადებით მხარეებად ამ ორ მაჩვენებლის გარდა ვერაფერს ჩამოვთვლით, რაც შეეხება მის პრაქტიკულობას, ის გასაწმენდადაც უფრო რთულია, მოსავლელადაც და შესარჩევადაც.
თეთრი ავეჯი
თეთრი რბილი ავეჯი ძალიან რთული მოსავლელია, მას თითოეული ანაბეჭდი ლაქად ეტყობა. ასეთ დივანზე ბოლომდე მოდუნებას და დასვენებას ალბათ ვერასდროს მოახერხებთ იმის შიშით, რომ რამე არ დაეტყოს ლაქად. ვიზუალი და ეფექტურობა თეთრი რბილი ავეჯის ერთადერთი დადებითი მხარეა, სხვა მას უბრალოდ არ გააჩნია.
შავი იატაკი
შავი იატაკი და ღია ფერის კედლები, კონტრასტი, გეთანხმებით, ძალიან ლამაზია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეაჩეროთ არჩევანი მასზე, თუ პრობლემების შექმნა გსურთ. შავ იატაკს ეტყობა აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი, მტვრის ყველა ნაწილაკი, ყველა ნაკაწრი.
პატარა ზომის ფილები აბაზანაში
პატარა ზომის კერამიკულ ფილებს აბაზანაში, როგორც წესი, მოზაიკის ასაწყობად იყენებენ და ძალიან ლამაზი და ეფექტურია, მაგრამ მოსასვლელად რაოდენ რთულია, ამას მხოლოდ გამოცდილი დიასახლისები თუ მიხვდებიან. ფილები თუ საგულდაგულოდ არ გაიწმინდა, გარდა იმისა, რომ ვიზუალურად არ გამოიყურება სუფთად, ბაქტერიების გამრავლების კერაა და საშიშია ჯანმრთელობისთვის. ასე რომ, მსგავსი არჩევანის გაკეთებისგან თავის შეკავებას გირჩევთ.