ყველაზე დიდი ოთახიც კი შესაძლოა უსახურად და არაკომფორტულად გამოიყურებოდეს მისი მოწყობის დროს გარკვეულ შეცდომებს თუ დავუშვებთ. მოდით, ვნახოთ, რა შეცდომებზეა საუბარი.
გადატვირთული კედლები
კედლების გაფორმება ადვილი საქმე არ არის. თუ გადატვირთავთ, ქაოსს მიიღებთ, მხოლოდ რამდენიმე დეტალი კი საკმარისის არ არის და ინტერიერი ცარიელი, დაუსრულებელია. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია დეკორის ზომა. არაპროპორციული ელემენტები საქმეს საგრძნობლად აფუჭებს. მაგალითად დიდი ზომის პოსტერები და ნახატები სივრცეს ვიზუალურად აპატარავებს. ოქროს შუალედის დაცვა წარმატების გარანტიაა. ეცადეთ კედლისთვის შეარჩიოთ რამდენიმე სახასიათო ელემენტი და განათავსოთ კედელზე ისე, რომ
ზედმეტად მკვეთრი ფერები
მკვეთრი ფერების უმეტესობა ინტერიერში არა მხოლოდ დისკომფორტის შეგრძნებას იწვევს, ინტერიერსაც ტვირთავს და სიმყუდროვეს უკარგავს. მსგავს მოულოდნელობას თავი რომ აარიდოთ, მთავარ ფერად ნეიტრალური, დამჯდარი ფერი შეარჩიეთ, მკვეთრი ფერები კი აქცენტებისთვის შემოინახეთ.
განათება
ატმოსფერო ინტერიერში ძირითადად განათებაზეა დამოკიდებული. ალბათ მიგიქცევიათ ყურადღება იმისთვის, რომ ერთი და იგივე ოთახი დღის საათებში შესაძლოა სულ სხვაგვარად გამოიყურებოდეს, ხოლო ღამით აბსოლუტურად განსხვავებულად. სუსტი განათება ოთახს ბნელს, უსიცოცხლოს და უინტერესოს ხდის. ზედმეტად განათებულმა სივრცე კი შესაძლოა ადამიანი გააღიზიანოს და სიმყუდროვის შეგრძნება აბსოლუტურად დაუკარგოს. ამიტომ, ამ შემთხვევაშიც საჭიროა ბალანსის დაცვა და ოქროს შუალედის პოვნა. ერთი ცენტრალური განათება საკმარისი არც ერთო ოთახისთვის რომ არის, ამის შესახებ უკვე ბევრჯერ გვისაუბრია, სცადეთ დამატებითი სანათების გამოყენება.
ზედმეტი ავეჯი
სანამ ოთახის მოწყობას და ავეჯის შეძენას დაიწყებდეთ, აუცილებლად ჩამოწერეთ ავეჯის ის ელემენტები, რომელიც რეალურად გჭირდებათ. ჩვენი რჩევა იქნება, არავითარ შემთხვევაში არ იქნიოთ ისეთი ნივთები, რომელსაც ვერაფერში გამოიყენებთ და მხოლოდ ადგილს დაიკავებს.
არაპროპორციული ავეჯი
ავეჯი უნდა იყოს არა მხოლოდ კომფორტული, არამედ ის უნდა შეესაბამებოდეს ოთახის გაბარიტებს, დიდ ოთახში მინიატიურული ავეჯი უსახურად გამოიყურება, ისევე, როგორც პატარა ოთახში დიდი ზომის, გაბარიტული ნივთები.
გადამეტებული დეკორი
მიუხედავად იმისა, რომ დეკორის კუთხით ძირითადი დარტყმა კედელზე მოდის ხოლმე, ძალიან ხშირად გვინდება სურვილი სხვა სივრცეებიც დავტვირთოთ ინტერიერის გასალამაზებლად, ჩვენ კი აღვნიშნავთ, რომ ფრთხილად იყავით, რამეთი ზედმეტი დეკორი მხოლოდ დაგირღვევთ სიმყუდროვესა და იდილიას.
არასწორი ზონირება
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველაფერი სწორად გაქვთ გაკეთებული, ვგულისხმობთ ავეჯის ზომას, რაოდენობას, განათებებს, დეკორის ელემენტებს, ნუ ჩათვლით, რომ საქმე დასრულდა წარმატებით, ძალიან მნიშვნელოვანი სივრცის სწორედ დაგეგმვა. გახსოვდეთ, თითოეული ზონა უნდა იყოს ფუნქციური და მაქსიმალურად მოხერხებული და ადაპტირებული თქვენს მოთხოვნებთან. კარგად გათვალეთ ეს მომენტი და მხოლოდ ამის შემდეგ დაყავით სივრცე ზონებად.