როგორ გადავასხვაფეროთ სახლის შესასვლელი - პრაქტიკული იდეები


 დერეფანი სახლისთვის მართლაც სავიზიტო ბარათია, რომელსაც ბევრი რამის თქმა შეუძლია ბინის მეპატრონეზე. მოდით, განვიხილოთ ამასთან დაკავშირებული პრაქტიკული იდეები.

აქცენტი კონტრასტზე


კონტრასტულ ელემენტებს დერეფანში შეუძლია მოსაწყენი სივრცე გაანათოს, შესძინოს მას განსხვავებული ელფერი. კონტრასტი მხოლოდ მხოლოდ ფერადი კედლები, იატაკი და ჭერი როდია, ეს ასევე შეიძლება იყოს სხვადსხვა აქსესუარი, ავეჯი , ლარნაკი, თუნდაც განათება.

სარკიანი კარი

დერეფანში სარკიანი კარი შესანიშნავი შესაძლებლობაა ინტერიერის განზავებისთვის, მისთვის ესთეტიკური იერის მინიჭბისთვის. ასეთი კარი ქმნის სივრცისა და სიღრმის განცდას და მეორეც, ის ირეკლავს სინათლეს, ქმნის უფრო მოცულობითი განათებას.
შეარჩიეთ კარის სტილი, რომელიც შეესაბამება ოთახის ინტერიერს და თემას. მნიშვნელოვანია კარის ზომა, თუ როგორ მოერგება ის დერეფანს.

გრაფიკული ელემენტები



გრაფიკული ელემენტები ორიგინალური საშუალებაა საიმისოდ, რომ სივრცე უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახადოს. ეს შეიძლება იყოს ზოლები ან გეომეტრიული ფიგურები კედლის კიდეების გასწვრივ, რათა შეიქმნას კონტრასტი. მთავარია გრაფიკული დიზაინი დერეფანში უკვე არსებულ ფერსა და სტილს შეესაბამებოდეს.

ნიშა


ხის ფიცრებისგან დამზადებული ნიშა შესანიშნავი ალტერნატივა იქნება ჩვეულებრივი კარადისთვის. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ზომის და სიგანის ფიცრები. ეს თქვენს გემოვნებაზე და სივრცის სტილზეა დამოკიდებული.

მონოქრომი



მონოქრომული დერეფანი ძალიან ელეგანტურად გამოიყურება. სასურველი ეფექტის მიღწევა შესაძლებელია საღებავის, ფონის ან სხვა დეკორატიული ელემენტების გამოყენებით. აირჩიეთ თამამი, მუქი ან მდიდარი ფერი კედლებისა და ავეჯისთვის, რომელიც სივრცეს დრამატულ ელფერს შემატებს. განიხილეთ ავეჯის და ნებისმიერი დეკორაციის განთავსება ისე, რომ ფერი იყოს თანმიმდევრული და ერთგვაროვანი მთელ დერეფანში. მეტი ეფექტისთვის გამოიყენეთ მკვეთრი განათება.

დეკორატიული საკიდები


დეკორატიული საკიდი დერეფანში სივრცისთვის ფუნქციის მისანიჭებელი კიდევ ერთი მარტივი გზაა. საკიდი შეიძლება განთავსდეს ერთ ან ორივე კედელზე, რაც უზრუნველყოფს აქსესუარების მოსახერხებელ შენახვას. ეცადეთ, რომ საკიდი შეესაბამებოდეს ოთახის დიზაინს. შეარჩიეთ სხვადასხვა ზომის და სტილის საკიდი, რათა დერეფანს ორიგინალური და დახვეწილი იერი მიანიჭოთ.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები