,,მწვანე ალმასში" ბინების 50% ერთ კვირაში გაიყიდა
სამშენებლო კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენმა“ 28 მაისს ახალი, 115 მლნ დოლარამდე პროექტის - საცხოვრებელი კომპლექსი "მწვანე ალმასის'’ განხორციელება დაიწყო. პრეზენტაციაზე ასევე აღინიშნა "მწვანე ბუდაპეშტის“ მშენებლობის წარმატებით დასრულება.პროექტ "მწვანე ალმასის“ მშენებლობა მოიცავს სამ ეტაპს, პირველი ეტაპი შედგება 731 ბინისგან. დროის მცირე მონაკვეთის მიუხედავად, მხოლოდ 1 კვირაში,პირველ ეტაპში არსებული ბინების ნახევარი უკვე გაყიდულია.
უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსი თბილისის ეკოლოგიურად სუფთა უბანში, ოლიმპიურიობიექტების მახლობლად განთავსდება. „მწვანე ალმასის“ სიახლოვესაშენდება ახალი მეგა პროექტი - ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც უნიკალური იქნება აღმოსავლეთ
mshoblebi
საცხოვრებელი კომპლექსი 70 000 კვ. მეტრამდე ტერიტორიაზეა განთავსებული, აქედან 23 143 კვ. მეტრი შიდა გამწვანებული ეზო იქნება, რაც მობინადრეებს თბილისში უნიკალური ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს. კომპლექსში 23 საცხოვრებელი ბლოკი აშენდება, 1 772 ბინით. მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 3 საცურაო აუზი, 4 კალათბურთის სათამაშო სივრე, 4 ღია სავარჯიშო სივრცე, 4 სათამაშო მოედანი, 7 დახურული ხეივანი, ფიტნეს ცენტრი, სასეირნო და სარბენი ბილიკები, კომერციული ობიექტები, სოციალური ტერასები, საბავშვო ბაღი და სკოლა.
„მწვანე ალმასზე“ არჩევანი შეაჩერეს ოჯახებმა, რომელთათვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურის არსებობაა პრიორიტეტული. საცხოვრებელი კომპლექსის ახალ მობინადრეებს შორის ასევე სჭარბობენ ახალგაზრდა წყვილები, ადამიანები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებებ ქალაქის ცენტრთან ახლოს, მაგრამ ამავდროულად ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრებას. „მწვანე ალმასში“ ბინის შეძენა ასევე საუკეთესო ვარიანტია საინვესტიციო მიზნებისთვისაც.
„მაქრო ქონსთრაქშენის“ პირველი მსხვილი პროექტი „მწვანე ბუდაპეშტი“ უკვე იქცა კომპანიის სავიზიტო ბარათად. დასრულებულ „მწვანე ბუდაპეშტში“ ახალი მობინადრეები ახალი ცხოვრებისთვის ემზადებიან, მომხმარებელს შეუძლია საკუთარი თვალით ნახოს და დარწმუნდეს კომპანიის მიერ შეთავაზებულიბინების უმაღლეს ხარისხში. „მწვანე ალმასის“ მშენებლობისა და რემონტის დროსაც ზუსტად იგივე მასალები იქნება გამოყენებული.
საქართველოში მოღვაწეობის განმავლობაში „მაქრო ქონსთრაქშენმა“ მომხმარებლის ნდობა მოიპოვა, განსაკუთრებით იმით, რომ „მწვანე ბუდაპეშტის“ მშენებლობა ვადაზე ადრე დასრულდა და ახალ მობინადრეებს საუკეთესო ხარისხის ბინები ბარდებათ. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ კომპანიის გაყიდვების ოფისს, სადაც 5 ტიპის შოურუმია წარმოდგენილი. „მწვანე ალმასის“ ბინები სწორედ იმ მასალით გარემონტდება, რაც შოურუმშია ნაჩვენები.
„მაქრო ქონსთრაქშენის“ ახალ საცხოვრებელ კომპლექსში ბინების სწრაფი ტემპით გაყიდვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გადახდის მოქნილი და უპრეცენდეტო პირობებია. კომპლექსში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 750 დოლარია. სრულად გარემონტებული, დასრულებული სამზარეულოთი და აბაზანით მოწყობილი ბინების ფასი 25 000 დოლარიდან იწყება, პირველადი შენატანი 2 500 დოლარია, ყოველთვიური შენატანი კი მხოლოდ 250 დოლარი.
გადახდის პირობები განსაკუთრებულად მორგებულია მომხმარებელზე: პირველადი შენატანი ბინის საფასურის 10%-ია, მთლიანი ღირებულების 30% კი 30 თვეზეა გადანაწილებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხარებელი ყოველთვიურად
ღირებულების მხოლოდ 1%-ს იხდის. კომპლექსის დასრულების შემდეგ (2018 წლის მაისში), მომხმარებლებმა დარჩენილი 60% უნდა გადაიხადონ. ამ პერიოდში მათ შეუძლიათ ისარგებლონ საბანკო სესხით, მარტივად დაფარონ სესხი იჯარის თანხის ნაწილიდან, ნაწილი კი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ.
როგორც „მაქრო ქონსთრაქშენის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ პროექტების განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, გაყიდვებისა და მარკეტინგის დარგში ოღუზ ქაან ქარერმა განაცხადა, გაყიდვების მაღალი მაჩვენებელი და „მწვანე ალმასის“ წარმატება სწორი პროდუქტის შექმნამ გამოიწვია, რისი მოთხოვნაც ბაზარზე იყო. მისივე თქმით, კომპანია ბედნიერია, რომ მომხმარებელი აქტიურად სარგებლობს ამ შეთავაზებით.
ოღუზ ქაან ქარერის განცხადებით, წარმატება ასევე განაპირობა ხელმისაწვდომმა ფასებმა და გადახდის მოქნილმა პირობებმა.
„პირველ რიგში იმან, რომ მობინადრეები თვეში 250 დოლარს იხდიან, რაც ფაქტობრივად, ქირის საფასურის ტოლფასია, რეალურად კი ამ თანხად ბინას იძენენ ეკოლოგიურად სუფთა და ინფრასტრუქტულად მოწყობილ უბანში“, - აღნიშნა ოღუზ ქაან ქარერმა.
საერთაშორისო კომპანია "მაქროქონსთრაქშენი“ საქართველოსბაზარზეინვესტირებას 2013 წლიდანახორციელებს. კომპანიასაერთაშორისოადაძირითადადსამშენებლოსფეროშიოპერირებს. შპს "მაქროქონსთრაქშენმა“ საქართველოსბაზარზე 70 მილიონდოლარამდეინვესტირებამოახდინა, დამატებითკი 150 მილიონდოლარამდეინვესტირებასგეგმავს.
"მაქროქონსთრაქშენმა“ საქართველოშიუკვეწარმატებითდაასრულა რამდენიმესაინვესტიციოპროექტი: საცხოვრებელიკომპლექსი "მწვანებუდაპეშტი“, ფრანგული ACCOR ჯგუფშიშემავალიბრენდის - 4-ვარსკვლავიანისასტუმრო "მერკური Tbilisi Old Town’’, ავეჯისმაღაზიათაქსელი "ბელლისსა“ და 5 ვარსკვლავიანირესტორანი "დაინჰოლი“ რუსთაველისგამზირზე, რომლისსაზეიმოგახსნაივნისშიშედგება.
კომპანიაუახლოესპეიოდშიგეგმავსფრანგულ ACCOR ჯგუფშიშემავალიბრენდის, სასტუმრო IBIS styles-ისმშენებლობას. "მაქროქონსთრაქშენი“ ასევეფლობს 20 000 კვ.მ. მიწისნაკვეთსაეროპორტისგზატკეცილზე, სადაცუზარმაზარისაოჯახოდადეკორატიულინივთებისსავაჭროცენტრისმშენებლობაიგეგმება.
კომენტარები