საუკეთესო იდეები და რჩევები ოთახის ზონებად დასაყოფად

ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ბავშვისთვის ცალკე ოთახი ჰქონდეს, ან ბავშვის ოთახი სურს ცალკე იყოს, მაგრამ არ აქვს კიდევ ერთი ოთახი საძინებლისთვის. ან არ აქვს ცალკე ოთახი საძინებლისთვის და იძულებულია, მისაღები საძინებელ ზონადაც გამოიყენოს. ასეთ შემთხვევებში ძალიან ეფექტურია ერთი დიდი ოთახის ზონებად დაყოფა, ისე როგორც ოჯახს აწყობს - საძინებლად და ბავშვების ოთახის ზონად, მისაღებად და საძინებლად ან მისაღებად და ბავშვების ოთახად, მისაღებად და სამზარეულოდ, ან ბავშვის ოთახი დაყოთ სასწავლო და საძილე ზონებად და ა.შ.

ინტერიერის დიზაინში არსებობს სხვადასხვა ხერხი,

რომელიც საშუალებას გაძლევთ, ასეთი იდეები განახორციელოთ. ჩვენ რჩევებით და ფოტოიდეებით დაგეხმარებით. მაშ ასე, როგორ შეიძლება დაყოთ ერთი ოთახი ორ ზონად.
სივრცის ფერით გაყოფა
ერთ დიდ ოთახში სხვადასხვა ფერის უნდა იყოს ორი სხვადასხვა ზონა. თუ დიდი ოთახი მისაღებია და მას ვყოფთ საძინებლის სივრცისთვის, საძინებლის ზონა ჯობს, შესასვლელიდან უფრო შორს მოაქციოთ და იქ სხვა ფერის კედლები იყოს, მისაღებისგან განსხვავებული. თუ მისაღებ ოთახს ბავშვის ოთახისთვისაც ვიყენებთ, ასეთ შემთხვევაშიც ის მისაღების ბოლოში ექცევა და მისი კედლების ფერიც სხვადასხვა იყოს.


თუ საძინებელ ოთახს ვყოფთ და მასში ვაქცევთ ბავშვის ოთახის ზონას, ჯობს, ჯერ ბავშვის ოთახის ზონა იყოს და მერე თქვენი დასაძინებელი ადგილი.


ავეჯით გაყოფა
შირმები, თაროები, ფარდები, თაღები ‒ ბევრი ვარიანტია, ოღონდ ისინი არ უნდა იყოს მეტისმეტად დიდი, დატვირთული და არც ძალიან მკვეთრი. ისინი ოთახის ინტერიერს უნდა ეხამებოდეს და თანდათან გადადიოდეს ზონიდან ზონაში. თუ სივრცე ზონებად იყოფა ამგვარი ილეთებით, არ არის სასურველი ფერების ძალიან აჭრელება.


სტილიც დაცული უნდა იყოს მისაღებსა და საძინებელში. საძინებლის ზონისთვის უმჯობესია ბუნებრივი ფერი. თუ ტიხრით აპირებთ ზონირებას,სასურველია, ტიხრები ოთახის საერთო ფერში იყოს გადაწყვეტილი.


ზონებად დაყოფისთვის ორიგინალური მეთოდია ფარდების გამოყენება. თანაც, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სქელი ფარდები, ისე ‒ მსუბუქი, გამჭვირვალე.
შეიძლება, სულაც არ დაფაროთ საძინებლის ზონა და მისაღები ოთახიდან მსუბუქად ჩანდეს მისი დეტალები. ქსოვილის გარდა გამყოფად შეიძლება გამოდგეს ბამბუკის, ძაფების, გორგოლაჭების „ფარდები“. ეს დამოკიდებულია ოთახის ინტერიერსა და ადამიანის სურვილზე. თუ არ გსურთ ტიხრის გამოყენება, სხვა საშუალებებიც არსებობს. 

მაგალითად, ოთახში შეიძლება პატარა პოდიუმის გაკეთება და მასზე ლოგინის განთავსება. მეტი ეფექტისთვის, ის შეიძლება, ბალდახინით იყოს გარემოცული, ამგვარად ვიზუალურად გამოიყოფა საერთო სივრციდან.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები