მისაღები სახლის ყველაზე მნიშვნელოვანი და სტუმართმოყვარე ოთახია. აქ უმასპინძლდებიან ადამიანები საყვარელ ახლობლებსა თუ ნათესავებს, მეგობრებსა თუ თანამშრომლებს. მისაღებ ოთახში ძალიან დიდ როლს თამაშობს სივრცე. პროფესიონალი დიზაინერები მოგცემენ რჩევებს, თუ როგორ შეიძლება მისაღების ისე მოწყობა, რომ ის ძალიან მყუდრო და ამავე დროს კომფორტული იყოს.
იმისათვის, რომ თქვენი მისაღები რაც შეიძლება ფართო და ნათელი გამოჩნდეს, გირჩევთ პირველ რიგში უარი თქვათ კარადებზე, რომელიც ასე მოდაში იყო მრავალი წლის განმავლობაში. თუ მაინცდამაინც ბევრი ნივთი გაქვთ შესანახი, ეცადეთ უპირატესობა მაქსიმალურად სადა, ჩაშენებულ კარადებს მიანიჭოთ.
სანამ
თუ თქვენ არ გეშინიათ ექსპერიმენტების, გირჩევთ სამზარეულოსა და მისაღების გაერთიანებას. ეს ძალიან თანამედროვე ვარიანტია.
მისაღების მოწყობის დროს შეგიძლიათ მიმართოთ ტრადიციულ მეთოდს, რბილი ავეჯი განათავსოთ ტელევიზორის პირდაპირ, გართობის მოყვარულებს კი მისაღებში ბარის და მაღალი სკამების გაკეთება შეუძლიათ.
თუ გინდათ, რომ თქვენი მისაღები უფრო ფართო და დიდი ჩანდეს, უპირატესობა გამჭვირვალე და პრიალა ავეჯს მიანიჭეთ. ასევე გამოიყენეთ ღია და პასტელის ფერები, ეს ვიზუალურად ადიდებს ოთახს.