ოთახის რემონტისა თუ დეკორისთვის, შპალერის შერჩევა ყველაზე მნიშვნელოვანი და რთულია. შპალერი არის საუკეთესო საშუალება ოთახს ფერი, ტექსტურა და სტილი შესძინოთ.
არ აქვს მნიშვნელობა შპალერს ოთხივე კედელზე აკრავთ თუ ერთზე, კლასიკური სტილი გინდათ თუ ულტრათანამედროვე, მთავარია რომ შპალერი ერგებოდესსახლის დიზაინს, თქვენს გემოვნებას და რაც მთავარია ბიუჯეტს. ჩვენ დაგეხმარებით ისეთი შპალერის შერჩევაში, რომელიც ყველა თქვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
რჩევებისთვის მივმართეთ სამშენებლო ჰიპერმარკეტ "გორგიას" გამოცდილ სპეციალისტს, კედლის დეკორაციის ვაიზერ ნინო რეზესიძეს. როგორც მან გვითხრა, თანამედროვე სამყაროში შპალერი არა მხოლოდ დეკორატიულ, არამედ ეკოლოგიურ, ჰაერგამწმენდ ფუნქციასაც კი
შეიძლება ასრულებდეს. ასევე არსებობს თხევადი შპალერის სახეობაც, რომელზეც დიდი მოთხოვნაა დღეს. “გორგიაში“ სწორედ მათ შესახებ გვიამბეს დეტალურად:
- თხევადი შპალერი, რომელიც "ბიოპლასტის" სახელწოდებით გვაქვს, თანამედროვე ტიპის მასალაა ინტერიერისთვის. გახლავთ 100 პროცენტით ეკოლოგიურად სუფთა, გამომდინარე იქიდან, რომ ბუნებრივი ნედლეულითა და კომპონენტებით მზადდება. მის შემადგენლობაში შედისაბრეშუმი, ბამბა, ცელულოზა და ა.შ. თხევადი შპალერი აერთიანებს ტრადიციული და ტექსტილის შპალერის უპირატესობებს - მზა ზედაპირზე არ ჩანს გადაბმის ადგილები, ახდენს თბოიზოლაციას, ახშობს ხმას, უძლებს ყინვას, ჰაერგამტარი და ანტისტატიკურია, ასევე ფარავს ზედაპირზე არსებულ პატარა ბზარებს და ხარვეზებს. შესაძლებელია თხევადი შპალერის დაზიანებული ნაწილის ჩამოხსნა და ხელახლა დატანა.
- ფერების და დიზაინის რამდენად ფართო არჩევანია?
- საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს. „გორგიაში“ დაახლოებით 20 მოდელია, რომლებიც ხარისხობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან. კვადრატულის ფასი 3 ლარიდან იწყება. რა თქმა უნდა, რაც უფრო მაღალია ფასი, მით მეტია ეკოლოგიურობის ხარისხი და ნესტგამძლეობა, ასევე ხმის იზოლაცია. რაც უფრო მაღალი ხარისხისაა შპალერი, მით უფრო ადვილია მისი გაწმენდა. მსგავსი შპალერის გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდებულია საბავშვო ოთახებისთვის.
- თავად თუ შევძლებთ თხევადი შპალერის გაკვრას ?
- არსებობს შპალერის ნაირსახეობა, რომელიც სპეციალისტმა უნდა გააკრას, თუმცა თხევადი შპალერის შემთხვევაში. ეს პროცესი საკმაოდ მარტივია. შპალერის მთლიანი მასა იხსნება თბილ წყალში, შემდეგ ვურევთ ხელით და რვა საათის განმავლობაში ვაჩერებთ. დილით სპეციალური ხელსაწყოს, „შპატელის“ საშუალებით, ერთი მილიმეტრის სისქის ფენად ვუსვამთ კედელზე და ვტოვებთ 24-28 საათის განმავლობაში.
- რაც შეეხება ჰაერგამწმენდ, ეკოლოგიურ შპალერს, რა უპირატესობებით გამოირჩევა და რა პრივილეგია აქვს?
- ჰაერგამწმენდი, ეკოლოგიური შპალერი არის კორეული LG-ის ფირმის და შედგება შპალერისა და მასზე დატანებული სპეციალური კოფენისგან. ამ ეკოფენაზე მზის შუქის, ან ოთახში განათების მოხვედრისას გამოიყოფა იონები, რომელიც ანადგურებს და შლის ოთახში დაგროვილ ბაქტერიებსა და მავნე ნივთიერებებს. შპალერის ზედაპირი რეცხვადია და შესაბამისად, მარტივად შეგიძლიათ მისი გაწმენდა სველი ქსოვილით. ეკოლოგიური შპალერი ასევე ხელს უწყობს სახლის მცენარეების სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნებას. მისი გაკვრა რეკომენდებულია განსაკუთრებით საბავშვო ოთახში. შპალერის ეს სახეობა სრულიად ახალი და ინოვაციურია. აქამდე მისი მსგავსი არასოდეს ყოფილა ბაზარზე.
- რამდენად ხელმისაწვდომია მისი შეძენა?
- გამომდინარე მისი უნიკალური თვისებებიდან, ეკოლოგიური შპალერის ფასი 70 ლარიდან იწყება. მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი კონსულტანტები თქვენს ინტერესზე, დიზაინსა და საჭიროებაზე მორგებული პროდუქციის არჩევაში, სიამოვნებით დაგეხმარებიან.