იდეები საგაზაფხულო ქორწილის გასაფორმებლად

საქორწინო წვეულებების გაფორმების უახლესი ტენფენციები

ფერთა პალიტრა

გასული წლების ტენდენცია წელსაც გრძელდება: „ერთფეროვანი“ ქორწილები მოდაში აღარ არის, დეკორში გამოიყენება სხვადასხვა ფერები ნაზი პასტელის პალიტრიდან. ყველა დროის მთავარი ფავორიტი კი ოქრო გახლავთ, რაც ჭეშმარიტად ბრწყინვალე დღესასწაულს შეგიქმნით.

თეთრი
total look-ზე უარის თქმის ტენდენცია სულ უფრო აქტუალური ხდება, მაგრამ გამონაკლისია თეთრი ფერი. თეთრი ხომ საქირწილო დღესასწაულის სიმბოლოა, ის მოდიდან არასდროს გადავა და მუდამ აქტუალური იქნება.

ეკოლოგიურობა
დასავლეთში სულ უფრო პოპულარული ხდება ეკო-ქორწილები. საკმარისია გავიხსენოთ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი: გასაფორმებლად გამოყენებული
იყო სეზონური მცენარეები, ხის ტოტები, ბაღის ვარდები და პიონები. ქორწილის შემდეგ კი 150 მცენარეზე მეტი ისევ მიწაში ჩარგეს.

2019 წელს საქორწილო დეკორისთვის აქტიურად იყენებენ მწვანე ფოთლებს, ტოტებს, მწვანე ფოთლებისგან დამზადებულ გვირგვინებს, ქოთნის ყვავილებს.

ქორწილი-პიკნიკი
გაზაფხული ის დროა, როცა საბანკეტო დარბაზები უნდა დატოვოთ და ცერემონია ბუნებაში გამართოთ. საქორწილო დეკორის კიდევ ერთი უახლესი ტენდენცია, ბევრი პატარა მაგიდის ნაცვლად ერთი დიდი მაგიდის დადგმაა. სანთლები, თბილი პლედები და რბილი პუფები კომფორტულ და მყუდრო ატმოსფეროს შექმნიან.

ღამის ცერემონია
აქტუალურია საღამოს, ბუნებაში, სანთლების ფონზე გამართული ცერემონიებიც. ღამის წვეულებების გამართვის შემთხვევაში კი ყურადღება უნდა დაუთმოთ განათებას. ქუჩის ფარნები, გირლიანდები და სხვადასხვა სანათები დღესასწაულს კიდევ უფრო მეტ რომანტიკას შეჰმატებს.

ფოტოზონა
Instаgram-ის ეპოქაში სტუმრებისთვის ფოტო-ზონებისა და ამ მიზნისთვის სპეციალურად გაფორმებული კუთხეები, ნებისმიერი ქორწილის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია.



საქორწილო თაღი

საქორწილო თაღი ასევე რჩება ქორწილის შეუცვლელ ნაწილად. მაგრამ დეკორატორები გვირჩევენ, უარი ვთქვათ კლასიკურ ფორმებზე და გამოვიჩინოთ მეტი სითამამე. ვარიანტუ უამრავია, ეს თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.



მეტალი და გეომეტრია
საქორწილო ცერემონიის დეკორში დღეს აქტუალურია მეტალის აქსესუარები და მკაცრი გეომეტრიული ფორმები. მკაცრი მეტალისა და ნაზი ყვავილების კონტრასტი ძალიან ორიგინალურად და ჰარმონიულად გამოიყურება.




ქორწილი საზღვარგარეთ
ქორწილი წყალზე, სანაპიროზე, სათხილამურო ფერდობზე ან მთის მწვერვალზე - ჩვენს დროში სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს გასვლითი ცერემონიები. რაც შეეხება მსგავსი ქორწილების დეკორს, როგორც წესი ის განსაკუთრებული სირთულით არ გამოირჩევა, მთავარი აქ კონკრეტული ადგილის სილამაზეა.




წყარო: elledecoration.ru

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები