როგორ შევარჩიოთ ფარდები სამზარეულოსთვის

სამზარეულო ის ადგილია, სადაც დიასახლისს სადილის კეთების სურვილი უნდა ჰქონდეს ოჯახის წევრებს კი - მისი დაგემოვნების. ოჯახის წევრებმა აქ თავი მაქსიმალურად კომფორტულად და მყუდროდ უნდა იგრძნონ. რემონტი საკმაოდ ძვირი და ამავდროულად ხანგრძლივი პროცესია, თუმცა ოთახის გადახალისება და გამოცოცხლება მარტივი ხერხებითაც არის შესაძლებელი.

ამ მხრივ დიზაინერები გვირჩევენ, ყურადღება სამზარეულოს ფარდებს მივაქციოთ. დეკორის ამ ელემენტს ინტერიერის შეცვლა ძალიან ეფექტურად შეუძლია.
შევეცდებით გირჩიოთ, როგორი ფარდები უნდა შეურჩიოთ სამზარეულოს, რომ ის თანამედროვე და მყუდრო იყოს.

ყვავილებიანი ფარდა სამზარეულოსთვის ყოველთვის აქტუალურია. ის ინტერიერს კარგად ახალისებს.



ბოლო დროს ძალიან აქტუალურია ფარდად ჯვალოს ტომრის მსგავსი ქსოვილის გამოყენება. ლამაზი დეკორით ეს ქსოვილი ძალიან ეფექტურად გამოიყურება.



რომაული ფარდები ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა ვიწრო და მაღალი სამზარეულოსთვის.



ასევე ძალიან პოპულარულია სხვადასხვა ფაქტურისა და ფერის ფარდების ურთიერთშერწყმა.



პატარა ზომის სამზარეულოსთვის კი უმჯობესია მოკლე ფარდების შერჩევა.



დიდ და ფართო სამზარეულოს გრძელი ფარდები დაამშვენებს.



ძალიან ეფექტურია ასევე, როდესც ფარდის პრინტი სუფრაზე ან სხვა რომელიმე აქსესუარზე მეორდება.



ძალიან ლამაზად გამოიყურება გამჭვირვალე რომაული ფარდებიც.



ეკოსტილი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება და შესაბამისად ტილოც სულ მეტი პოპულარობით სარგებლობს.



კიდევ რამდენიმე საინტერესო იდეა



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები