ავეჯის ინდუსტრიაში ერთფეროვნების ხანა დიდი ხანია დამთავრდა, ინტერიერის დიზაინერებს კი ეძლევათ საშუალება თამამად მიმართონ სხვადასხვა ექსპერიმენტებს.
მსხვილგაბარიტიან ავეჯთან მიმართებაში ექსპერიმენტების ჩატარება მარტივი ნამდვილად არ არის, აი ღია თაროების მეშვეობით კი თქვენს ფანტაზიას შეგიძლიათ ფართო გასაქანი მისცეთ.
მოდით ჯერ გავარკვიოთ, საერთოდ ღირს თუ არა სახლში ღია თაროების გაკეთება, ვისაუბროთ ამ გადაწყვეტილების დადებით და უარყოფით მხარეებზე.
დადებითი მხარეები
სივრცის განტვირთვის იდეალური საშუალება
ყველაფერი ნათლად ჩანს და ადვილად მისაწვდომია
ღია თარო შეიძლება იქცეს მკვეთრ აქცენტად, დეკორის ნაწილად, ექსკლუზიურ არტ-ობიექტად
ღია თარო იძლევა კომბინირების
მსგავსი თაროების გაკეთება საკუთარი ხელითაც არის შესაძლებელი
უარყოფითი მხარეები
ღია თარო ლამაზია, მაგრამ არის მტვრის ბუდე
რთულია იდეალური წესრიგის შენარჩუნება