9 აქტუალური ფერი ბნელი ოთახისთვის


ბნელი ოთახი არც ისე მყუდროდ გამოიყურება. ასეთი ინტერიერისთვის მეტი სინათლის მოსაფენად დიზაინერები სხვადასხვა ხერხებს მიმართავენ, ერთ-ერთი ასეთი ხერხი კი ოთახისთვის ფერის შერჩევაა. ამაში იგულისხმება როგორც კედლების ფერი, ისე ტექსტილი და აქსესუარები.
მაინც, რა ფერებია აქტუალური ამ შემთხვევაში?
გაგაცნობთ პროფესიონალი დიზაინერების რჩევებს.

1. იასამნისფერი



იასამნისფერი დეკორის მხოლოდ ორი ელემენტი შეიძლება იყოს, ფარდები და ავეჯი. სულ ამ ფერის გამოყენება ინტერიერისთვის ნამდვილად არ ღირს.

2. ღია ყვითელი



ეს ბუნებრივ სინათლესთან ყველზე მიახლოებული ფერია. ამ ფერის ზომიერად გამოყენება ბნელ ოთახს ძალიან წაადგება.

3. შოკოლადისფერი



არსებობს მოსაზრება, რომ მუქი ფერი ბნელ ოთახს არ უხდება,  თუმცა ეს შოკოლადისფერს ნადვილად არ ეხება. თეთრთან ტანდემში ინტერიერი ძალიან კარგი გამოდის.

4. ღია ცისფერი



ღია ცისფერს ყველაზე უსახური და ბნელი ოთახის გახალისებც კი შეუძლია. ის ძალიან უხდება კლასიკურ ინტერიერს.

5. ნარინჯისფერი



გიყვართ მკვეთრი ფერები? მაშინ ნარინჯისფერი სათქვენო ფერია. ნუ შეუშინდებით იქსპერიმენტს, ის აუცილებლად გაამართლებს.

6. ნაცრისფერი



ელეგანტური ნაცრისფერი პოპულარობის პიკზეა. Dიზაოინერები წარმატებით იყენებნ ამ ფერს ჰაი ტეკის სტილის გასაფორმებლად.

7. მდოგვისფერი



ხორბლისფერ-ოქროსფერი ძალიან ლამაზად გამოიყურება განსაკუთრებით ბნელი ოთახის ინტერიერში. ეს ფერი ძალიან უხდება ხის იატაკსა და თეთრ თაროებს.

8. ვარდისფერი



მხიარული და რომანტიული ვარდისფერი ბნელ ოთახს ბუნებრივ ნათელს მოფენს.
ამ ფერს ძირითადად საძინებლისთვის იყენებენ. მისაღებისთვის კი ამ ფერის ელემენტების გამოყენებას გირჩევთ, მაგალითად ტექსტილის.

9. ღია მწვანე



ფსიქოლოგები თვლიან, რომ ეს ფერი ძალიან დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. ამიტომაც ამ ფერს ხშირად საძინებელში იყენებენ. ღია მწვანე ძალიან კარგად ეხამება შავს, წითელს, ნაცრისფერს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები