კედლის დეკორი საკუთარი ხელით - კრეატიული და საინტერესო იდეები

კედლების შელამაზებაზე ადამიანები ჯერ კიდევ ძველ დროში ფიქრობდნენ. თავდაპირველად ამ მიზნით ფერწერა გამოიყენებოდა ხოლმე, თუმცა დროთა განმავლობაში გაჩნდა სხვადასხვა იდეaა. დღესდღეობით კი კედლების გაფორმების სხვადასხვა ვარიაცია არსებობს. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადსხვა სახის დეკორი ან თუნდაც საკუთარი ხელით დაამზადოთ და გაალამაზოთ კედლები.
ვისაც გამოცდილება არ აქვს ალბათ აინტერესებს, რა მასალა შეიძლება გამოიყენოს კედლების გასაფორმებლად. საინტერესო რჩევებს შემოგთავაზებთ.

რითი დავიწყოთ


კედლების დეკორის მოფიქრება და მერე ამ ჩანაფიქრის განხორციელება არცთუ რთული საქმეა. არსებობს ძალიან ბევრი მასალა და ტექნიკური ალემენტი, რომელიც ამ პოროცესში დაგეხმარებათ,
შედეგად კი მიაღწევთ იმას, რომ ერთ დროს მოსაწყენი კედელი შესაძლოა ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად იქცეს.
დეკორის საკუთარი ხელით გაკეთებას რიგი უპირატესობები გააჩნია.

1. თქვენ შგიძლიათ ფოტოზე ნანახი გადმოიტანოთ რეალობაში

2. ასე შეძლებთ დაზოგოთ ოჯახური ბიუჯეტი

3. შეგიძლიათ გასაქანი მისცეთ ფანტაზიას

თუ ჩამოყალიბდით და გადაწყვიტეთ, რომ მზად ხართ ეს საკუთარი ხელით გააკეთოთ, შემდეგ ეტაპზე უნდა გადახვიდეთ.


1. პირველ რიგში შეარჩიეთ კედელი, შემდეგ კი კონკრეტული ადგილი, რომლის გაფორმებაც გსურთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს ადგილი ოთახის აქცენტად იქცევა. საძინებელში ეს ადგილი უმჯობესია იყოს საწოლის თავი, ხოლო მისაღებში - დივნის თავი.

2. შეარჩიეთ მასალა. ამ უკანასკნელის შერჩევა კი აბსოლუტურად თქვენზეა დამოკიდებული. თუ ექსპერიმენტები გაშინებთ, შეგიძლიათ არ გაირთულოთ საქმე და კედელი უკვე მზა მასალით გაალამაზოთ.

3. მოამზადეთ ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ, რათა არ მოგიწიოთ საქმის შეწყვეტა და მაღაზიაში სირბილი ამ თუ იმ საჭირო ელემენტისთვის.

რა მასალა გამოიყენება კედლის დეკორისთვის
დღესდღეობით კედლის დეკორისთვის ძალიან ბევრი მასალა არსებობს. ძალიან აქტუალურია ამ შემთხვევაში ქაღალდი, რომლისგანაც უამრავი რამის გაკეთებაა შესაძლებელი. ქაღალდი შეიძლება იყოს ძველი გაზეთი, ფოლგა, თეთრი ქაღალდი და ა.შ. ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.




შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭურჭელი. შესაძლოა კარადაში გქონდეთ მიჩქმალული ძველებური ლამაზი ჭურჭლის სერვიზი, სცადეთ, გაალამაზეთ ამ ჭურჭლით კედლები.





ძალიან ეფექტური ვარიანტია სარკეები, რომელიც სივრცეს ადიდებს. ეს ვარიანტი მომგებიანია და ლამაზიც. დეკორად შესაძლებელია გამოიყენოთ ერთი დიდი სარკე ან რამდენიმე პატარა. ეს თქვენზეა დამოკიდებული.




ძალიან ორიგინალურად გამოიყურება ძაფითა და სხვადასხვა ნაჭრით გაფორმებული კედლები. ეს შესაძლებელია იყოს მაკრამე, პანო, ლასკუტები.






აღარაფერს ვამბობთ საღებავებზე, რომლითაც მართლაც რომ უამრავი იდეის ხორცშესხმაა შესაძლებელი.


და ბოლოს, დღესდღეობით ბაზარზე გამოჩნდა კედლის მარტივი სტიკერები, რომელიც ძალოან ეფექტურია და ასევე უმარტივესი გასაკეთებელი.


რაც შეეხება კედლის გაფორმებას ფოტოებითა და სურათებით, ეს უძველესი ვარიანტია, რომელიც ყოველთვის წარმატებით გამოიყენებოდა და სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ისევ მიმართოთ ამ ხერხს.





კომენტარის დამატება