კედლის მოსაპირკეთებელი 6 ყველაზე პოპულარული მასალა

დიდი არჩევანი ძალიან კარგია, თუმცა ხშირად ძალიან რთულია ამ ბევრიდან ერთის არჩევა. ანჯერად კედლის მოსაპირკეთებელ 6 ყველაზე პოპულარულ მასალას მიმოვიხილავთ ძალიან მოკლედ და გასაგებად.
ხშირად ხდება, რომ ოცნებობ მაგალითად ყვავილებიან შპალერზე, უკვე წარმოგიდგენია, როგორი უნდა იყოს და როდესაც მიდიხარ შესაძენად, იმხელა არჩევანის წინაშე აღმოჩნდები, თურმე არსებობს არა მარტო შპალერი, სხვა, უფრო ლამაზი მოსაპირკეთებელი საშუალებებიც და იბნევი, არ იცი რა ქნა, რომელი ჯობია, რომელი უფრო გამძლეა, რომელი უფრო ხარისხიანია.
აი, მოკლე მონახაზი ამ მასალების შესახებ.

შპალერი

ეს ერთი შეხედვით ყველაზე უბრალო
და მარტივი ვარიანტია. თუმცა მთლად ასეც არ არის, შპალერის არჩევა ადვილი საქმე არ გახლავთ, ამას ცოდნა სჭირდება. საგუდაგულოდ უნდა შეირჩეს ზომა, ორნამენტი, ხარისხი, მასშტაბები და ა.შ.

შპალერის გაკვრის სხვადასხვა ხერხი

საღებავი

საღებავთან საქმე უფრო რთულად არის. მაგალითად, თუ გინდათ, რომ გქონდეთ ცისფერი კედლები, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ არსებობს ძალიან ბევრნაირი ცისფერი. არ არის აუცილებელი მთელი კედელი ერთ ფერში გადაღებოთ, არსებობს ძალიან ბევრი ვარიანტი, აქცენტები, პრინტები. ამიტომ, სანამ საბოლოო არჩევანს გააკეთებდეთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან.

დეკორატიული თაბაშირი

უბრალოდ გადაღებილი კედელი არ გაკმაყოფილებთ და რამე სიახლე გინდათ? დეკორატიული თაბაშირით ნებისმიერი ნახატის გაკეთებაა შესაძლებელი. კედლის ზედაპირი ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც გინდათ, ხელის შეხებით კი აბსოლუტურად განსხვავებული იქნება საღებავისგანაც და შპალერისგანაც.

ხე

ხის პანელები კედელზე არა მარტო აგარაკის სახლს უხდება, ქალაქის ბინებშიც ძალიან ეფექტურად გამოიყურება. მთავარია იცოდეთ, როგორ გამოიყენოთ ის. გაგიკვირდებათ და ბოლო დროს კედლის გასაფორმებლად დიზაინერები წარმატებით უყენებნ პარკეტს და ლამინატსაც კი.

3 დ პანელი

თუ მოგწონთ პანელები და გინდათ, რომ მას ჰქონდეს არა მარტო მოსაპირკეთებელი, არამედ დეკორატიული დატვირთვა, მაშინ აუცილებლად მოგეწონებათ 3დ პანელი. ის შეიძლება გაკეთდეს მთელ კედელზე ან შეიძლება იყოს კომბინირებული სხვა მასალასთან ერთად, მაგალითად იგივე დეკორატიულ თაბაშირთან.

ლინკრუსტი

თუ გინდათ ყველაფერი ერთად და სწრაფად, მაშინ ლინკრუტი სათქვენო ყოფილა. ლინკრუსტში ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მასალაა გაერთიანებული. თქვენ მხოლოდ ფუგურების არჩევა დაგჭირდებათ, ფერთან დაკავშირებით კი შეგიძლიათ მიმართოთ ექსპერიმენტებს. გარწმუნდებთ, ამ მასალის გამოყენებით თქვენი ინტერიერი მართლაც უნიკალური იქნება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები