შპალერის გაკვრის სხვადასხვა ხერხები

უკვე ნორმად ჩამოყალიბდა, რომ მცირეგაბარიტიანი სახლის მეპატრონეები კედლებს აუცილებლად თეთრ ფერად ღებავენ და პლინტუსსაც თეთრს ირჩევენ იმ მიზეზით, რომ არ სურთ ისედაც მცირე ფართობის დაპატარავება და დარწმუნებულები არიან, რომ სწორედ სხვა ფერის შპალერი შექმნის ამ საშიშროებას.
საინტერესოა პროფესიონალების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რამდენად საფუძვლიანია ეს ტენდენცია.


შპალერი არა მარტო აქსესუარი, არამედ სივრცის კორექციის ერთგვარი ინსტრუმენტია.
აქტიურ, კედელში გარდამავალ პრინტს ეფექტურად შეუძლია ოთახის ამა თუ იმ ნაკლის შენიღბვა, ყურადღების გადატანა.
ეს ხრიკი ძალიან კარგად მუშაობს, თუ ოთახში არის ნიშა.

ამ მეთოდის გამოყენება
წარმატებით არის შესაძლებელი სულ პატარა საძინებელშიც კი.
არსებობს მოსაზრება, რომ მცირეგაბარიტიან ბინაში არ არის მიზანშეწონილი თვალშისაცემი ორნამენტები, თუმცა ერთ კედელზე მსგავსი გადაწყვეტილება ურიგო ნამდვილად არ იქნება.



ძალიან ეფექტურია ასევე კომბიბინირებული შპალერი, თეთრი ზედა ნაწილი და მუქი ქვედა ნაწილი, ნახეთ, რა ლამაზია.
ეს კი ჰორიზონტალურად კომბინირებული შპალერია და არც ამ არჩევანს აქვს რამე დასაწუნი.

კომბინირებული შპალერის არჩევის შემთხვევაში აბსოლუტურად თქვენზეა დამოკიდებული, რა ფერს შეარჩევთ ზემოთ და რა ფერს ქვემოთ.
შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე კანტები, დეკორატიული პანელი, ერთი სიტყვით, საბოლოო არჩევანი მაინც თქვენი გასაკეთებელია, ამ მხრივ შებოჭილი არ ხართ, არ არსებობს წესი, რომელსაც უნდა დაემორჩილოთ.

განივი ჰორიზონტები ინტერიერში საკმაოდ თამამი გადაწყვეტილებაა, თუმცა ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება.

უბრალოდ გირჩევთ, რომ ჰორიზონტალურ პრინტთან მიმართებაში უფრო აკურატულები და ფრთხილები იყოთ.


უპირატესობა მონოქრომულ ვერსიას მიანიჭეთ.

ვერტიკალური შტრიხების შემთხვევაში კი საქმე უფრო სხვაგვარად არის, აქ შეგიძლიათ რამდენიმე მსგავსი ფაქტურის თუმცა სხვადასხვა ფერის შპალერი შეარჩიოთ. ფერები, რა თქმა უნდა, ერთმანეთს უნდა შეეფერებოდეს.

ბოლო დროს ძალიან აქტუალურია ასევე აქცენტირებული კედელიც. ამ დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ აქცენტი იქცევს ყურადღებას. ეს მომენტები ასევე შეიძლება გამოიყენოთ თქვენ სასარგებლოდ, თუ არ გაქვთ საშუალება იყიდოთ ძვირფასი შპალერი მთელი ოთახისთვის, შეიძლება აირჩიოთ ერთი ყველაზე თვალსაჩინო კედელი, იმ კედელზე გააკრათ ძვირიანი შპალერი, ხოლო დანარჩენ კედლებზე შეარჩიოთ ნეიტრალური ფერი.

ასევე აქტუალურია შპალერი ჭერზე. ამ შემთხვევაში ისე გამოდის, რომ ჭერი სწორედ აქცენტირებული კედლის როლს თამაშობს.

შეხედეთ ფოტოს, ეს ერთი შეხედვით ნაზი და კლასიკური ამერიკული ინტერიერი აბსოლუტურად ფანტასტიურად გამოიყურება.

ღია და მუქი შპალერის შრწყმა დიდი ხანია დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ძალიან ლამაზად გამოიყურება ასეთი პანოც.


და ბოლოს, ახლა ძალიან მოდაში შემოვიდა კედლის სტიკერები, რომელიც პირდაპირ შპალერზე შეიძლება გააკრათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები