რა უნდა ქნათ, თუ მოგბეზრდათ სტანდარტული, მოსაბეზრებელი პოსტერები ჩარჩოში და ცოტა კრეატივი და ორიგინალური იდეები გსურთ?
შემოგთავაზებთ ახალ იდეებსა და შესაძლებლობებს.
შპალერი
შესაძლოა თქვენს მეზობელს ან ახლობელს რემონტის შემდეგ ლამაზი შპალერი დარჩა, მთლიანი კედლის შეცვლას ვერ ბედავთ, მაგრამ შეგიძლიათ შპალერის ნაწილი ჩარჩოში მოათავსოთ და დატკბეთ საკუთარი ხელით შექმნილი ხელოვნების ნიმუშით.
კომპაქტ-დისკების ყდები
ცნობილი შემსრულებლების უმეტესობის კომპაქტური დისკების ყდები ძალიან ორიგინალურად გამოიყურება, შეგიძლიათ რომელიმე ან რამდენიმე მათგანი ჩარჩოში მოათავსოთ და დაამშვენოთ თქვენი ინტერიერი.
მარკები ან ღია ბარათები
თუ ღია ბარათების და
მარკების კოლექცია შემოგრჩათ, რომელსაც ბავშვობაში აგროვებდით, ნუ იჩქარებთ გადაყრას, შეგიძლიათ ისინიც ჩარჩოში მოათავსოთ.
ხელსახოცები
სიმპათიური ვინტაჟური პოსტერების მოძიების ნაცვლად გირჩევთ გადახედოთ თქვენს გარდერობს და მოიძიოთ ხელსახოცები და ძველი ნაჭრები, ნახავთ, როგორი ლამაზი აქსესუარი გამოგივათ თქვენი ინტერიერისთვის.
საყვარელი წიგნის ყდები
თუ წიგნის მოყვარული ბრძანდებით და სახლში დიდი ბიბლიოთეკა გაქვთ, შექმენით საყვარელი ავტორების გალარეა, განათავსეთ კედელზე და დატკბით. არ არის აუცილებელი, წიგნებს ყდები დაახიოთ, საკმარისია ყდა დაასკანეროთ და პრობლემაც მოგვარდება.
საოჯახი რეცეპტები
ბისკვიტი ან ნაპოლეონი, რომელსაც თქვენი ბებია ამზადებდა და რომლის გემოც კიდევ გახსოვთ და ბავშვობაში გაბრუნებთ - დიახ, მოათავსეთ რეცეპტები ჩარჩოში და დატკბით ტკბილი მოგონებებით.
უცხოური ფული
თუ გინდათ შემოინახოთ მოგზაურობის ტკბილი მოგონებები, უცხოური ფულის კუპიურები ჩარჩოში მოათავსეთ და გამოსაჩენ ადგილას დადეთ.
გობელენი
თუ გობელენი მოგწონთ, თუმცა არ ხართ მზად დიდი რაოდენობით გქონდეთ სახლში, შეგიძლიათ ნაწილი ჩადოთ ჩარჩოში და მიიღოთ ესთეტიური სიამოვნება.