როგორ გავაფორმოთ კედელი დივნის თავზე: ყველაზე ორიგინალური და საინტერესო იდეები

ეს ყველაზე ჩვეულებრივი შეგრძნება და პრობლემაა - სიცარიელის შეგრძნება ინტერიერში. სუმყუდროვე ყველა ადამიანს მოსწონს და სიამოვნებს, ეს კი გარკვეულწილად იმას ნიშნავს, რომ კედლები ცარიელი არ უნდა იყოს. ასე რომ, მისაღები ოთახის მოწყობის დროს, თუ, რა თქმა უნდა, მყუდრო გარემოს შექმნაზე გაქვთ პრეტენზია, ეცადეთ დივნის უკან კედელი ცარიელი არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ. იდეებს ჩვენ შემოგთავაზებთ, საინტერესოს და ორიგინალურს.

მაშსტაბური ინსტალაცია

დივნის უკან ნებისმიერი არტ ოქბიექტი ძალიან ლამაზი იქნება, თუმცა მასშტაბური ინსტალაცია მაინც სულ სხვაა, მთავარია, ნიმუში გემოვნებით იყოს შერჩეული.

გაფორმება განათებით

კიდევ ერთი მომგებიანი და ყოველთვის გამართლებული ვარიანტი კედლის სანათებით განათებაა, იქნება ეს ლამაზი ბრა თუ ორიგინალური ტიპის სანათი.

ორიგინალური ტექსტილი
თუ ფიქრობთ, რომ ხალიჩა კედელზე წინა საუკუნის გადმონაშთია, ძალიან ცდებით, გაითვალისწინეთ, მოდა ბრუნვს და ხალიჩა კედელზე ისევ აქტუალურია. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ორიგინალური ნაქსოვი, მაკრამე და ა.შ.


ცოცხალი სიმწვანე

ცოცხალი ყვავილები ინტერიერს ყოველთვის განსაკუთრებულ და განუმეორებელ ხიბლს სძენს, გამონაკლისი არც კედელია და ცოცხალი კედელი მართლა რომ საუკეთესო გადაწყვეტილებად შეიძლება იქცეს.

სარკეები

პატარ-პატარა სარკეების მიქსი, მოზაიკა თუ ერთი დიდი სარკე ინტერიერს მართლაც რომ განუმეორებელს ხდის.

ფოტოები

ფოტოები კედელზე არა მარტო სასიამოვნო მოგონებებია, არამედ საკმაოდ გემოვნებიანი გადაწყვეტილება.

ნახატები

ფერწერული ტილო ან პოსტერი - ორივე მათგანი ძალიან საინტერესო და დახვეწილი ვარიანტია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები