დედოფლის დეკორატორების რჩევები ინტერიერის დიზაინისთვის

ყველა ადამიანს უნდა, ცხოვრობდეს ლამაზ, მყუდრო და დახვეწილ სახლში. თუმცა ყველამ როდი იცის, როგორ უნდა შექმნას დახვეწილი ინტერიერი და მოიპოვოს ეს სიმყუდროვე.

გთავაზობთ ბრიტანელი დიზაინერების და დეკორატორების რჩევებს.

1. ხალიჩის დაბრუნება

პრინცი ჩარლზის დეკორატორი თვლის, რომ ხალიჩა ნებისმიერი ინტერიერის მთავარი ღერძია. ხალიჩა შეიძლება განთავსდეს იატაკზე როგორც ცალკე, დამოუკიდებლად, ისე ერთმანეთის გვერდით. ხალიჩით შეიძლება გაფორმდეს კედელი, ესეც ძალიან ეფექტური მეთოდია.

2. ხელოვნება ინტერიერში

ბრიტანელი არისტოკრატები სახლის კედლებს ხელოვნების ნიმუშებით აფორმებენ. ეს შესაძლებელია იყოს ძველებური ნახატები ან ვინტაჟურ პლაკატები.

3. მეტი ტექსტილი

დივნები
დეკორატიული ბალიშებით, გობელენი კედლებზე, აბრეშუმის აბაჟურები - ყველაფერი ეს აუცილებლად შეგხვდებათ სამეფო ოჯახებში.

4.  წიგნები

დღევანდელ დღეს სახლში წიგნები და არა ელექტრონული ბიბლიოთეკა ნამდვილი ფუფუნებაა. არ არის აუცილებელი, წიგნები მხოლოდ წიგნის თაროებზე ელაგოს, შეგიძლიათ გადაანაწილოთ ყავის, ჟურნალის მაგიდებზე, ტუმბოებზე საწოლთან და ა.შ. ნახეთ, როგორ მოუხდება ინტერიერს.

5. მიიღეთ მაქსიმალიზმი

სამეფო ოჯახის დიზაინერები მიიჩნევენ, რომ მინიმალიზმი ფუფუნების ანტითეზისია. ისინი მიიჩნევენ, რომ ავეჯი თანამედროვე სამყაროშიც საჭირო ატრიბუტია. დეკორატორები გვირჩევენ, არ დავაცარიელოთ ინტერიერი და მივანიჭოთ მას მეტი სიცოცხლე და ხალისი.

6. მეტი შპალერი

სასიამოვნო რბილი ქაღალდი ლამაზი პრინტით, ნახატით ყოველთვის ალამაზებს ინტერიერს და მას დახვეწილ იერსახეს ანიჭებს.

7. პუფი მისაღებში

ყველა ჭეშმარიტად დახვეწილი მისაღების ინტერიერში არის პუფი. გვერწმუნეთ, ეს ძალიან საჭირო და ლამაზი ატრიბუტია.

8. პანელები და კარნიზები

პანელებით მოპირკეთებული მისაღები ან ჰოლი ყოველთვის ძალიან ლამაზად და მდიდრულად გამოიყურება.

9. განათება

სასახლეებსა და მდიდრულ სახლებში განათება ყოველთვის თბილი და ტრადიციულია. აქ მინიმუმამდეა დაყვანილი წერტილოვანი განათება. უპირატესობა ენიჭება ბრებს, აბაჟურებს.

10. ანტიკვარი ყველა ოთახში

ძალიან კარგი იქნება, თუ ოთახებში თითო ანტიკვარულ ნივთს მაინც მოათავსებთ, რომლებიც გარკვეულ ემოციებთან, მოგონებებთან იქნება დაკავშირებული.

11. ღია სივრცე წარსულს ჩაბარდა

მდიდრულ სახლებში ოთახები იმდენად დიდი და ფართოა, რომ არ არის საჭირო სივრცის ზონირებები. როდესაც ადამიანებს განმარტოება სურთ, ისინი ცალკე ოთახში გადიან.

12. ის, რაც მართლა მოგწონს და გიყვარს

და ბოლოს, იმისათვის, რომ ინტერიერი იყოს მყუდრო და სასურველი, უნდა მოაწყოთ ისეთი ნივთებით, რომელიც მართლა მოგწონთ და გიყვართ და არა იმით, რაც მოდურია.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები