როგორ შევარჩიოთ ჭაღი მისაღები ოთახისთვის

მისაღები ოთახი ძირითადად ის უნივერსალური ოთახია, რომელშიც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ სამსახურის შემდეგ სახლში დაბრუნებულები, ასევე ვუმასპინძლდებით სტუმრებს. ამიტომაც, სანამ ამ ოთახის სტილს შევარჩევთ, კარგად უნდა დავფიქრდეთ. ეს ის ადგილია, სადაც აუცილებლად უნდა იდგეს მოსახერხებელი და ლამაზი ავეჯი, უნდა ფიგურირებდეს ლამაზი აქსესუარები, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენი მისაღები ოთახის განსაკუთრებულ თავისებურებას.
ჭაღი სწორედ ის აქსესაურია, რომლიც ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ ოთახის მოწყობაში. ეს მანათობელი აქსესუარი ხომ შეიძლება შევადაროთ მზეს, რომელიც ირგვლივ ყველაფერს გადაასხვაფერებს და გაანათებს. ასე რომ, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ

თქვენი მისაღებისთვის ჭაღის შერჩევაში.


როგორ შევარჩიოთ ჭაღი
თუ უცაბედად წააწყდით ჭაღის ძალიან ლამაზ მოდელს მრავალი აქსესაურით, იქნება ეს მძივები თუს სხვა დეტალები, ერთი წუთით წარმოიდგინეთ ის დღე და წუთი, როდესაც ამ ჭაღის გაწმენდის აუცილებლობის წინაშე დადგებით. თუ ეს მომენტი უხერხულობას არ შეგიქმნით და ზუსატდ იცით, რომ ეს თქვენთვის დაბრკოლება არ იქნება ან ამით დაკავდება სპეციალურად დაქირავებული ადამიანი, ნუ დაახანებთ, სასწრაფოდ შეიძინეთ ეს ლამაზი ჭაღი და დაამშვენეთ თქვენი მისაღები ოთახი.
მათ კი, ვისაც არ აქვს საამისო არც ნერვები, არც დრო და არც საშუალება, ვურჩევთ შეიძინონ უფრო პრაქტიკული ნივთი, რომლისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება არ იქნება დიდი პრობლემა. გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ ძალიან ლამაზი ნივთი თავისუფლად და ძალიან მარტივად შეიძლება გაფუჭდეს უბრალო წმენდის დროს, ხოლო სათანადო მოუვლელობამ შესაძლოა სულ დაუკარგოს იერსახე.

გაბარიტები და ოთახის ფორმა
ეს არის პირველი, რაზეც უნდა დაფიქრდეთ ჭაღის შერჩევის დროს. თუ ამ ფაქტორს არ გაითვალისწინებთ, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ზემოთ აწეული ხელი მოულოდნელად ჭაღს მოარტყათ, ან მოხდეს პირიქით - თუ ჭერი ძალიან მაღალია და ოთახი დიდია, არასწორად შერჩეული მოკლე და პატარა ჭაღი შეიძლება საერთოდ დაიკარგოს ოთახში.
კვადრატული ზომის ოთახში, რომლის ჭერის სიმაღლე დაახლოებით 3 მეტრია, ეცადეთ ჭაღი დაკიდოთ ოთახის შუაგულში, ასე ის თანაბრად მოახერხებს მთელი ოთახის განათებას. საკიდი შესაძლებელია დააგრძელოთ 0.5 სმ-მდე, ამაზე მაღლა დამონტაჟებულმა ჭაღმა შესაძლოა კარგად ვერ გაანათოს ოთახის რომელიმე ნაწილი. ოდნავ დაბლა დაკიდებულმა კი შესაძლებელია არასასიამოვნოდ მოგჭრათ თვალი შუქის ანთების დროს.
ყურადღება მიაქციეთ ისეთ ჭაღებს, რომელსაც აქვს განათების დასარეგულირებელი სისტემა, თქვენ შეგიძლიათ მოამატოთ ან მოაკლოთ შუქი თქვენს ჭაღს და ეს ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია საჭირო ატმოსფეროს შესაქმნელად.


მაღალჭერიანი მისაღები ოთახისთვის ცალსახად გირჩევთ დაკიდებული ჭაღის შერჩევას, მისაბჯენი ჭაღი აქ აბსოლუტურად მიუღებელია, ის ვერაფრით მოახერხებს ოთახის თანაბრად განათებას. უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ ფორმას, რომლის მანათობელი ნათურებიც მიმართული იქნება ქვემოთკენ. ძალიან ლამაზი იქნება კლასიკური ბროლის ჭაღი, ან სანთლის ეფექტის მქონე ნათურებიანი ჭაღი, რომლის სიგრძეც იქნება არანაკლებ 1-2 მეტრისა.
სტანდარტული სიმაღლის ჭერის მქონე მისაღები ოთახი ვერ იტანს დაბლა ჩამოწეულ ჭაღს, გამონაკლისი შემთხვევის გარდა, მაგალითად, თუ ეს ჭაღი მოთავსებულია კონკრეტულად სასადილო მაგიდის თავზე ოთახის შუაგულში. სხვა შემთხვევაში გირჩევთ ისეთი ჭაღის გამოყენებას, რომელიც მიბჯენილი იქნება ჭერზე.
ფართო მისაღებ ოთახს კი, თუ ის ამავდროულად სასადილო ოთახის ფუნქციასაც ასრულებს, ერთი ჭაღი არ ყოფნის, რაგინდ დიდიც უნდა იყოს იგი. თუ ჭაღს მისაღებ ზონაში განათავსებთ, სასადილო ოთახი დაგრჩებათ ჩაბნელებული და პირიქით. ამ შემთხვევაში გირჩევთ ორი ჭაღის გამოყენებას.
წყვილი პატარა ბრა კი ძალიან მოუხდება ვიწრო მისაღებ ოთახს.

სტილი მნიშვნელოვანია

მას შემდეგ, რაც კარგად გაარკვევთ და დაიმახსოვრებთ თქვენი მისაღები ოთახის ფართსა და ჭერის სიმაღლეს, შეგიძლიათ შეუდგეთ ჭაღის ძებნას უკვე კონკრეტული სტილის მიხედვით, შეუსაბამოთ მას მოსახერხებელი ფუნქციონალური ავეჯი და სხვა აქსესუარები.


თანამედროვე სტილი
ეს გახლავთ კომფორტული, პრაქტიკული სტილი, რომელშიც კედლების, იატაკისა და ჭერის გაფორმებას საკმაოდ თავდაჭერილად უნდა მოეკიდოთ.
რაც შეეხება ჭაღს, გირჩევთ შეარჩიოთ სადა, ლამაზი ჭაღი, მაგალითად თეთრ ჭერს ძალიან მოუხდება საშუალო ზომის ბროლის ჭაღი.


კლასიციზმი
კლასიკური სტილის ინტერიერს ფართობის საფუძველზე აწყობენ, სადაც გემოვნებიან და დახვეწილ ატმოსფეროს გემოვნებისა და მდიდრული ინვენტარისა თუ აქსესაუარების ხარჯზე ქმნიან. ასევე ძალიან მნიშველოვანია ინტერიერის განათება. ვისაც ბედმა გაუღიმა და კლასიკური სტილის დიდი მისაღები ერგო წილად, ვურჩევთ შეარჩიოს მასიური ბროლის ჭაღი ან თუნდაც რამდენიმეიარუსიანი აბაჟურიანი განათების სისტემა.

მამაკაცური არ-დეკო
წარმატებული უცოლო მამაკაცების ინტერიერი ბრუტალური ხასიათის მატარებელია. აქ შეგხვდებათ ტყავის მარტივი ფორმის სავარძლები, ნეიტრალური ფერის ტექსტილი, თუმცა ამ ერთი შეხედვით მკაცრ ინტერიერშიც კი მოიძებნება ადგილი ისეთი დახვეწილი აქსესუარისთვის, როგორიც არის ჭაღი. აქ შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც მდიდრული ბრჭყვიალა ჭაღი, ისე სადა ბრები.


ნეოკლასიციზმი
ამ სტილის მისაღები ოთახი თითქმის ისეთივეა, როგორიც კლასიკურ სტილში გადაწყვეტილი, თუმცა აქ უფრო თბილი აურა იგრძნობა. გირჩევთ შეარჩიოთ აჟურული ელემენტების მქონე ჭაღი, ასევე დეკორატიულო სანთლებით გაფორმებული. ეცადეთ, რომ მანათობელი სრულიად გამჭვირვალე იყოს, ან იყოს ღია ნეიტრალური ფერის.


ეკლექტიკა
ეს კი ის ადგილია, სადაც თქვენს ფანტაზიას შეგიძლიათ მისცეთ ფართო გასაქანი. სხვადასხვა ფერისა და ფორმის აქსესუარები, ორიგინალური ნივთები, კომფორტული ვინტაჟური ავეჯი. ამ შემთხვევაში გირჩევთ შეარჩიოთ ნეიტრალური, ლაკონური ფორმის ჭაღი ან ისეთი, რომელიც ძალიან კარგაად შეერწყმება თქვენი ოთახის ხასიათს.
მაგალითად შეგიძლიათ შეარჩიოთ კლასიკური ფორმის, თუმცა სხვადსხვა ფერის ჭაღი.


კონტემპორარი
ინტერიერი სიცოცხლისთვის - ასე შეგვიძლია დავახასიათოთ ეს სტილი. ფუნქციონალური ავეჯი, პრაქტიკული ფაქტურა და თავშეკავებული ფერები, აი ის ნიშნები, რაც კონტემპორარის ახასიათებს. თუ თქვენი მისაღები ოტახი სწორედ ამ სტილშია, გირჩევთ გაეშუროთ მაღაზიაში და შეიძინოთ თანამედროვე სტილის მანათობელი, თან გახსოვდეთ, ამ სტილს უხდება მარტივი ნივთები.


ფრანგული სტილი
ფრანგულ სტილს ახასიათებს დახვეწილი გემოვნება და ასევე სისადავე დაწყებული კედლებისა და იატაკის თუ ჭერის დიზაინით, ტექსტილით დამთავრებული. ასეთ ოთახს ძალიან მოუხდება ორიგინალური, დახვეწილი, მეტად ორიგინალური გამანათებელი აქსესუარი. ფორმით ის შეიძლება წააგავდეს ნახევრად გაშლილ ყვავილს.

შალე ან ქანთრი
თბილი ოჯახური ატმოსფერი ქანთრის სტილის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. ნატურალური მასალები და ფერთა ბუნებრივი პალიტრა აქ ყველა კუთხეში იგრძნობა. რაც შეეხება ჭაღს, შეგიძლიათ შეარჩიოთ ხის ან ცხოველის რქისგან დამზადებული.

 

ფიუჟენის სტილი
სხვადასხვა სტილი ერთ სივრცეში, სწორედ ეს არის ფიუჟენი. ეს არის სტილი, სადაც კლასიკური კანონები ძალიან კანონზომიერად ერწყმის ეთნიკურ წესებს. რაც შეეხება ჭერს, ისიც ისეთივე მკვეთრი და დამოუკიდებელი უნდა იყოს, როგორც თვითონ ოთახი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები