მეცნიერებმა დაადგინეს, რა ნივთები უნდა გვქონდეს სახლში და რა ფერის უნდა იყოს დეკორი, რომ შინ თავი ბედნიერად ვიგრძნოთ


ყვითელი ან მწვანე ფერის კედლები


ფერთა მრავალრიცხოვანი პალიტრიდან სწორედ ეს ორი ფერი ანიჭებს ადამიანს სიმშვიდისა და ბედნიერების შეგრძნებას. თუ არ გსურთ ამ ორი ფერის კედლები გქონდეთ სახლში, გირჩევთ აქცენტად მაინც გამოიყენოთ.

ვანილის სანთელი


მრავალწლიანი გამოკვლევების შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე ყველაზე დადებითად და პოზიტიურად ვანილის სურნელი მოქმედებს. ასე რომ, დაანთეთ სახლში ვანილის სანთლები და შეიგრძენით ბედნიერება.

ცოცხალი ყვავილები


მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალი ყვავილები არც ისე იაფი ღირს, გარწმუნებთ, რომ ეს წყალში გადაყრილი ფული ნამდვილად არ არის, რადგან ცოცხალ ყვავილებს
რეალურად აქვს უნარი გამოიწვიოს ადამიანებში ბედნიერების და სიხარულის ემოციები.

სენტიმენტალური ფოტოები

თუ სახლში არ გაქვთ გაქვთ ოჯახური ფოტოები, აუცილებლად იქონიეთ, ისეთი, რომელშიც ყველზე ლაღი და ბედნიერი ხართ აღბეჭდილი, ეს აუცილებლად დადებითად იმოქმედებს თქვენს განწყობაზე.

ფუმფულა მეგობრები
ძაღლი ან კატა სახლში სიმშვიდის და სიმყუდროვის შეგრძნებას მატებს ადამიანს, ეხმარება მარტოობის დაძლევაში.

პირადი დღიური


ფსიქოლოგები, თერაპიის სახით, ადამიანებს პირადი დღიურის წარმოებას ურჩევენ ხოლმე. ითვლება, რომ თუ ადამიანი წყენას, გაბრაზებას, თუნდაც სიხარულსა და ბედნიერებას, ამ შეგრძნებებს ფურცელზე გადაიტანს თავს ბევრად უკეთ იგრძნობს.

ვარდის არომატი

თუ სახლისთვის ჰაერის არომატიზატორს ეძებთ, გირჩევთ არჩევანი ვარდის სურნელზე გააკეთოთ. ითვლება, რომ ვარდის არომატი ადამიანს ბედნიერების შეგრძნებას უღვივებს.

გასწორებული საწოლი
ყოველდღიურად აალაგეთ ლოგინი, ჯერ ერთი, რომ ასე თქვენი საძინებელი ყოველთვის მოწესრიგებული იქნება და მეორეც, ადამიანები, რომლებიც ამას ყოველდღიურად აკეთებენ, თავს ბედნიერებად გრძნობენ.

მინიმალიზმი
აღმოჩნდა, რომ კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) დონესა და სახლში არსებულ უსარგებლო ნივთებს შორის არსებობს კავშირი, ანუ თურმე რაც მეტი უსარგებლო ნივთია სახლში, მით მეტი უწესრიგობაა. ასე რომ, მოიშორეთ თავიდან უსარგებლო ნივთები და გაიმარტივეთ ცხოვრება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები