როგორ უნდა შეახამოთ სუფრის გაწყობისას ჭურჭელი და დეკორის ნივთები - სერვირების წესები

მოდით, მივირთვათ ლამაზად, გავეცნოთ კერძების მირთმევისა და მაგიდის სერვირების გარკვეულ წესებს.

კერძები

კერძი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რომელიც უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს. ყოველ კერძს აქვს თავისი ნაციონალობა და ფერთა გამა. მაგალითად ავიღოთ პომიდვრის წვნიანი. ის მუქი წითელია და ძალიან ლამაზად გამოიყურება ტანდემში შავ ფერთან.

ხასიათი


მაგიდის სერვირების დროს უსმინეთ საკუთარ თავს, რა გსურთ იმ კონკრეტულ მომენტში, რაზე გსურთ სტუმრების ან საკუთარი ყურადღების ფოკუსირება თუ ტრაპეზს მარტო აპირებთ, იქნებ ყვავილების თაიგული გესიამოვნოთ მაგიდაზე ან საგვარეულო ჭურჭელი?

დეკორი


იმისათვის, რომ მაგიდა დეტალებით არ
გადატვირთოთ, იხელმძღვანელეთ შემდეგი პრინციპით - 70-80% სერვირების დროს იკავებს კერძები და ჭურჭელი, ხოლო 20-30% - დეკორი, მაგალითად ტექსტილი, ფლორისტული კომპოზიციები, სანთლები, ხელსახოცები, კენკრა, სხვადასხვა ბალახები და ა.შ.

ფერები



შეარჩიეთ ერთი ძირითადი ფერი და მასთან დაახლოებული ფერთა ორი გამა. მაგალითად ყავისფრის რამდენიმე ელფერი - მწარე შოკოლადიდან რძიან შოკოლადამდე, თუმცა შეგიძლიათ გამოიყენოთ ლამაზი კონტრასტებიც, მაგალითად იასამნისფერი და მწვანე.

მაგიდა

კლასიკური სერვირება მოიაზრებს კლასიკურ ფაიფურს ჭურჭელს, რომელიც შეიძლება იყოს როგორც თეთრი ფერის და დახვეწილი ფორმებით, ისე ფერადი, ყვავილებიანი თუ ორნამენტებიანი. შესაძლოა ბებიის დროინდელი ჭურჭელი შემოგრჩათ. ვინტაჟი ყოველთვის აქტუალურია.

რომანტიკული შეხვედრა

რომანტიკულ განწყობას ძალიან უხდება სანთლები, თეთრი სუფრა, ღია ფერები და აქა-იქ მიმობნეული მძივებიც კი. ლარნაკი ან თეფში ხილით, როგორც სერვირების გაგრძელება და რა თქმა უნდა, კერძი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები