როგორ ვაქციოთ აბაზანა ყველაზე კომფორტულ ოთახად

სიმყუდროვის შექმნა ყველგან არის შესაძლებელი, აბაზანაშიც კი. ამისთვის ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე ძალიან მარტივ, თუმცა იაფ და უბრალო რჩევას, რომელიც, დარწმუნებულები ვართ, ძალიან გამოგადგებათ და ნებისმიერ აბაზანას სულ სხვა ელფერს მიანიჭებს.


წვრილმანების შესანახად გამოგადგებათ ნებისმიერი მინის ან თუნდაც თუნუქის ქილა, რომელსაც დაფას მიამაგრებთ.


მეტალის ნივთები, თმის სამაგრები და სხვა აქსესუარები აი, ასეთი სახით შეგიძლიათ განათავსოთ მაგნიტის ზედაპირზე და მათი დაკარგვის საშიშროება უბრალოდ, აღარ იარსებებს.


პირსახოცების გადაკიდება კი ძალიან მარტივად, უბრალო დეკორატიულ კიბეზე არის შესაძლებელი, ეს თავიდან აგარიდებთ კედელში ზედმეტი ნახვრეტების გაკეთებას და

ვიზუალურადაც ძალიან ეფექტური და ლამაზი სანახავი იქნება.


აქსესუარები მთელ აბაზანაში რომ არ იყოს მიმოფანტული, შეგიძლიათ ისინი კომპაქტურად მოათავსოთ სხვადასხვანაირ ლანგარზე.


თქვენი ყველა დასაბანი საშუალება ერთნაირ ბოთლებში ჩაასხით. დაგვერწმუნეთ, ძალიან ეფექტური გამოვა.


სარკე თქვენი აბაზანის განუმეორებელი დეკორატიული აქსესუარი გახდება, თუ მას ორიგინალურად გააფორმებთ.


უბრალოდ ჩარჩოც რომ შეუღებოთ თქვენს სარკეს, მაინც ორიგინალური და უცხო სანახავი იქნება.


თუ აბაზანაში ადგილის დეფიციტი გაქვთ, პირსახოცების საკიდის დასამაგრებლად აბაზანის კარიც კი შეგიძლიათ გამოიყენოთ, რა თქმა უნდა, შიდა მხრიდან. როგორც ხედავთ, ასე პირსახოცები ძალიან მოსახერხებლად არის განთავსებული და ესთეტიკურადაც გამოიყურება.


საშხაპეში შეგიძლიათ დაამონტაჟოთ მეორე კარნიზი და თქვენი ღრუბლები ძალიან მოსახერხებლად დაკიდოთ ზედ.


ფეხის საფენის დამზადებაც თავად შეგიძლიათ.


გაგიკვირდებათ, როგორ ლამაზად და მოხერხებულად შეიძლება გამოიყენოთ სუნელების თარო აბაზანაში.


თავად შეგიძლიათ დაამზადოთ და სულაც შეკვეთით შეგიძლიათ დაამზადებინოთ პატარა თარო აბაზანისთვის და აბაზანის მიღების დროს თან წიგნი წაიკითხოთ ან თუნდაც ერთი ბოკალი შამპანური ან ღვინო მიირთვათ.


თუ ოჯახში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს, შეგიძლიათ პირსახოცების საკიდი ყველას ინდივიდუალური გაუკეთოთ.


ვინ თქვა, რომ აბაზანაში არ არის აქსესუარების ადგილი.


აბაზანის გასაფორმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ იაფი შუშის ან კერამიკის მასალა.


ასევე აბაზანის გადასახალისებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მწვანე მცენარეები.


სხვადასხვა ფორმის კალათებმა შესაძლოა ძალიან კარგად შეცვალონ აბაზანაში თაროები, მათი კედელზე მიმაგრება კი სხვადასხვა მარტივი ხერხით არის შესაძლებელი.


ასევე ძალიან მოსახერხებელია სხვადასხვა ნივთის შენახვა ჩვეულებრივ კოსმეტიკის ჩანთებში.


სცადეთ და პირსახოცებს ადგილი ძველ, ყვავილების ქოთნების თაროში მიუჩინეთ.


სხვადასხვა უჩვეულო ფორმის თარომ შესაძლოა თქვენი აბაზანა ძალიან მყუდრო ადგილად აქციოს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები