ოთახები, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ზედმეტად გადატვირთული ავეჯით, მაგრამ სივრცე მაქსიმალურად უნდა გამოვყენოთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ოთახი პატარა ზომის არის.
ამის გაკეთება შესაძლებელია ელეგანტურად და კომფორტულად. არსებობს რამდენიმე მარტივი და მოდური გადაწყვეტილება, რომლებიც შეგიძლიათ თქვენს სახლში, თქვენი საჭიროებიდან და ესთეტიკური მოთხოვნილებებიდან გამომდინარე განახორციელოთ.
დიზაინერები გვირჩევენ სკამის კუთხეში მოთავსებას ტექსტურის დასამატებლად. თუ სივრცე შეზღუდულია, მაშინ ტორშერი შესანიშნავი ალტერნატივა იქნება.
კიდევ ერთი ვარიანტია კუთხეში პატარა ბარის შექმნა. ამისთვის ბარის ურიკა ბორბლებზე იდეალურია.
შეავსეთ იგი თქვენი საყვარელი სასმელებით, ჭიქებით და
თუ სავარძელი თქვენთვის შეუფერებელ ვარიანტად მოგეჩვენებათ, დიზაინერები გვთავაზობენ კუთხის გაფორმებას მაღალი მცენარით. ექსპერტის თქმით, მცენარეები ინტერიერს აცოცხლებს და სივრცეს უფრო კომფორტულს ხდის.
თუ კუთხეში საკმარისი შუქია, აირჩიეთ ცოცხალი მცენარე. ნაკლებად განათებულ ადგილებში, ხარისხიანი ხელოვნური მცენარეები იდეალურია.
კარგი იდეაა ასევე სკულპტურული ობიექტები, იღონდ არა კვარცხლბეკზე განთავსებული ბრინჯაოს ფიგურები, ეს შესაძლოა იყოს უბრალოდ სკულპტურული კალათა.