აქსესუარები, რომლებიც ნებისმიერ ინტერიერს გააფუჭებს - როგორ ავიცილოთ თავიდან გავრცელებული შეცდომები

ინტერიერში დეკორი სახლის მფლობელების გემოვნებას ასახავს. ზოგიერთი დეტალი ჰარმონიულად ავსებს დეკორს, მას უფრო ცოცხალს და დინამიკურს ხდის, ზოგ დეკორატიულ ელემენტს კი ყველაზე ძვირად ღირებული დიზაინის გაფუჭებაც კი შუძლია. როგორც წესი, უბრალო წვრილმანები არღვევს ჰარმონიას და ქმნის დაუდევრობის განცდას, რასაც ზოგჯერ ყურადღებასაც არ ვაქცევთ. 

ერთ-ერთი წარუმატებელი დეკორატიული ვარიანტია მარტივი, მასობრივი წარმოების კერამიკული ფიგურები, რომელიც ინტერიერს არამცთუ არ ამშვენებს, არამედ ძალიან უგემოვნოდ გამოიყურება. შეგიძლიათ შეიძინოთ დიზაინერული ლარნაკები ან ქანდაკებები ბუნებრივი მასალისგან, როგორიცაა ხე ან ქვა. ინტერიერის გასაფორმებლად პლასტიკური დეკორის გამოყენება ყველაზე ცუდი
ვარიანტია. პლასტმასის ლარნაკები და ყვავილები ძალიან უგემოვნოდ გამოიყურება.

ასევე არ გირჩევთ პლასტმასის ფიგურების გამოფენას. სათამაშოები აგროვებს მტვერს. თვალსაჩინო ადგილას შეგიძლიათ გამოფინოთ მხოლოდ ანტიკვარული ნივთები, ასევე ნახატებისა და ხელოვნების ობიექტების კოლექცია, რომლებიც ინტერიერში საინტერესო აქცენტები გახდება.
ძალიან აუფერულებს ინტერიერს იაფფასიანი რეპროდუქციები და ფოტოები, მათ დიდი ხანია დაკარგეს აქტუალობა. უკეთესი ვარიანტი იქნება იმავე სტილის ნახატების გამოყენება, რაც ოთახს ხასიათს და სიღრმეს მისცემს.

აღარც ვახსენებთ ფუმფულა სათამაშოებს და ძველებურ ბრჭყვიალა ლარნაკებს თუ სხვა მსგავს ჭურჭელს, რომლებიც არ გამოიყენება და უბრალოდ ალაგია და თანამედროვე ინტერიერში უბრალოდ არ ჯდება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები