დეკორის ელემენტები, რომლებიც მოდიდან არასდროს გადავა


ყოველ წელს ახალი ტენდენციები მოაქვს ინტერიერის დიზაინში, თუმცა არსებობს დეკორის ელემენტები, რომელიც არა მხოლოდ 2025 წელს იქნება აქტუალური ინტერიერის დიზაინში, არამედ ყოველთვის.

მაგიდის სანათი


ოდესღაც მაგიდის სანათები მხოლოდ დანიშნულებისამებრ გამოიყენებოდა და არავის ეგონა, რომ ის შესაძლოა ინტერიერის დეკორაციის სრულფასოვანი ელემენტი გამხდარიყო. თუმცა, ახლა ყველაფერი შეიცვალა - განათების მოწყობილობები სულ უფრო ხშირად გვხვდება ბინებში სპეციალურად დეკორაციისთვის. ჩვენ გირჩევთ მაგიდის სანათი გამოიყენოთ ინტერიერ
ის დიზაინის ელემენტად, ამჯამად ტრენდულია როგორც ფერადი პლასტმასის ნაწარმი, ასევე ლითონის "სოკო" რეტრო სტილში. თუ სანათი პატარა ზომის არის, მოათავსეთ ის მაგიდაზე ან ფანჯრის რაფაზე, რათა ყურადღება მიიპყროს, ხოლო თუ დიდია, დადეთ იატაკზე ან პატარა სადგამზე ტორშრად.

ოთახის მცენარეები


ეს არის ის, რაც არასდროს გადავა მოდიდან. ოთახის მცენარეების სარგებელზე დაუსრულებლად შეიძლება ვისაუბროთ: ისინი ასუფთავებენ ჰაერს, აუმჯობესებენ მიკროკლიმატს, ამშვენებენ ინტერიერს, ხდიან მას უფრო კომფორტულს და სუფთას და ანიჭებენ ბუნებასთან ერთიანობის განცდას. და არა მარტო. ყვავილებს შეუძლიათ შექმნან მყუდრო, მშვიდი გარემო.
პატარა მზომის ცენარე დაამშვენებს თაროს, საწოლის მაგიდას, ყავის მაგიდას (საერთოდ არ გჭირდებათ მისი ფანჯრის რაფაზე განთავსება), დიდი ყვავილი კი შესანიშნავად მოერგება ოთახის კუთხეს ან იპოვის ადგილს დივანთან. თუ გაწუხებთ, რომ ყვავილებს სათანადოდ ვერ მოუვლით, აირჩიეთ უპრეტენზიო ვარიანტები, რომლებიც არ საჭიროებენ მუდმივ მორწყვას და კარგად გრძნობს თავს ჩრდილში.

მრგვალი პოსტერები


კვადრატული და მართკუთხა ფორმის ტრადიციული ნახატები და პლაკატები წარსულს ჩაბარდა. თუ გსურთ თქვენს ინტერიერს მოდური ელფერი შემატოთ და ის თანამედროვე გახადოთ, უპირატესობა მრგვალ და ოვალურ ჩარჩოებს მიანიჭეთ. ის უჩვეულოდ გამოიყურება და ქმნის განსაკუთრებულ განწყობას. ეს ტექნიკა განსაკუთრებით შთამბეჭდავად გამოიყურება ბინაში, სადაც მკაფიო ხაზები ჭარბობს, ამიტომ კლასიკის მოყვარულებმა გაითვალისწინეთ.

ხის ნაკეთობები


ხე რომ მარადიული მასალაა, ყველამ კაგად ვიცით. , ის სეთი მყუდრო და ლამაზია, რომ აუცილებლად იქცევს ყურადღებას. მოდურია უჯრები, ჭურჭელი, ფიგურები, საჭრელი დაფები, ნატურალური ხის ნებისმიერი დეკორაციები, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ხის პროდუქტები საუკეთესოდ გამოიყურება ოთახის მცენარეების, კერამიკის, ბამბის ან თეთრეულის ქსოვილების ფონზე.

შუშის ლარნაკი

ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი დეკორატიული ნივთია ლარნაკი. ეს არის ის, რაც უნდა იყოს ყველა ბინაში და სასურველია რამდენიმე ეგზემპლარად, რადგან არასოდეს იცი, როდის გამოჩნდება ყვავილების თაიგულები ჩვენს ცხოვრებაში. გასულ სეზონებში მოდაში იყო ფერადი მოდელები, მაგრამ ახლა გამჭვირვალე მინის ლარაკებია პოპულარობის პიკზე. ლარნაკების მრავალფეროვნება შთამბეჭდავია - კლასიკურიდან მინიმალისტურამდე - ასე რომ თქვენ შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ ის, რომელიც საუკეთესოდ ჯდება თქვენს ინტერიერში.


ფიგურული თაროები


დღეს უკვე ავღნიშნეთ ნახატები და ვთქვით, რომ მრგვალი და ოვალური ჩარჩოები ძალიან ტრენდულად გამოიყურება. იგივეს თქმა შეგვიძლია თაროებზე. ის არის უჩვეულო, საინტერესო, ელეგანტური და შესანიშნავად ჯდება ნებისმიერ ინტერიერში. გარდა ამისა, ჩარჩოების არარსებობა შესანიშნავი ატმოსფეროს გადასახალისებლად.


ვინტაჟური ნივთები


ამაზე კამათს აზრი აღარ აქვს - ვინტაჟი დაბრუნდა მოდაში. საინტერესოა, რომ ის იპყრობს არა მხოლოდ რეტრო მოყვარულთა ყურადღებას, არამედ თანამედროვე დიზაინერებისაც, რომლებიც მასში შთაგონებას პოულობენ. ვინტაჟური მოდა ჰარმონიულად აერთიანებს წარსულის ელემენტებს და ახალ, თანამედროვე ტენდენციებს. ამიტომ, თუ თქვენს ინტერიერს დაამატებთ ასეთ დეკორს, შეგიძლიათ მარტივად შექმნათ თქვენი პირადი სტილი, ფოკუსირებული ინდივიდუალობაზე.
თქვენი ბინის დეკორაციისთვის რეტროს დამატების შესანიშნავი ვარიანტია ძველი ავეჯის აღდგენა. შეღებვა, განახლება.

კომენტარის დამატება