როგორ შევარჩიოთ საძინებლისთვის ნახატი

საძინებელი ადამიანის ყველაზე ინტიმური სივრცეა. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ოთახში თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ. გარკვეულწილად ის პატრონის ხასიათსაც ასახავს. ასე რომ, სანამ საძინებელს მოაწყობთ, კარგად დაფიქრდით.

საძინებლის გასაფორმებლად მრავალი აქსესუარის გამოყენებაა შესაძლებელი. ძალიან ეფექტურია საწოლის თავზე ლამაზი ნახატის დაკიდება. მართალია, საწოლში მოკალათებული ამ ნახატს თავად ხშირად ვერ დაინახავთ, თუმცა ის საერთო დეკორის მნიშვნელოვან ნაწილად იქცევა.
საწოლის თავზე დიდი ზომის ნახატი ძალიან ეფექტურია. ასე თქვენ ნახატს საძინებლის ცენტრად აქცევთ. თქვენი ოთახი იქნება სადა, გემოვნებიანი და რაც მთავარია, არ იქნება მოსაწყენი.


სურათი დაგეხმარებათ თქვენი

ოთახის ფერთა გამის გადაწყვეტაში. თუ თქვენ შეარჩევთ აბსტრაქტული ფერწერის ნიმუშს, თქვენი ოთახი ზომიერად გახალისდება.


თუ ოთახში მრავლად არის სხვა აქსესუარები, არის დიდი ზომის და არ გაქვთ იმის საჭიროება, რომ ცენტრად მაინცდამაინც საწოლiის ადგილი აქციოთ, უპირატესობა მოკრძალებულ, სადა ნახატს მიანიჭეთ, რომელიც არ გადაიტანს ყურადღებას სხვა აქსესუარებიდან.


როგორც უკვე აღვნიშნეთ, სურათი შეგიძლიათ გამოიყენოთ ოთახის გასაფორმებლად და ყურადღების მისაპყრობად, ასევე მუქი ფერის კედლების გადასახალისებლად.თუმცა ყველა ამ შემთხვევაში მთავარია სურათი ისე შევარჩიოთ, რომ იგი ჰარმონიულად ერწყმოდეს ოთახის დიზაინსა და სტილს.


თუ თქვენი საძინებელი თანამედროვე სტილის არის, მას აბსტრაქტული ნახატი ან პატარა ზომის ფიგურები ძალიან დაამშვენებს.


აი ეს დიდი ზომის სურათი უბრალოა, ის წარმოადგენს რამდენიმე ფერთა გამას, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ოთახის ფერებს. ცისფერ ფერებში ბალიშები და რბილი ავეჯია გადაწყვეტილი, ღია ვარდისფერი კი ტუმბოზე ფიქსირდება.


როგორც წესი, ოთახში არსებული სურათი იძლევა იმის საშუალებას, რომ ის ინტერიერის ნაწილად იქცეს, საძინებელში ის ხშირად ერწმის ფარდების და ხალიჩის ფერებს.


შეიძლება ნახატი მკვეთრ ფერებში იყოს შესრულებული და საკმაო კონტრასტს ქმნიდეს ოთახში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ოთახს არ უხდება, პირიქით, ასეთ შემთხვევაში თქვენი ოთახი ორიგინალურ ელფერს შეიძენს.


შესაძლოა თქვენ გაქვთ რამდენიმე საყვარელი ფერი და გსურთ, ყოველმა მათგანმა დაიმკვიდროს ადგილი თქვენი საწოლის თავთან. ნუ შეშინდებით, თამამად მიმართეთ ექსპერიმენტებს, სცადეთ ამ ფერების შერწყმა და გვერდიგვერდ განლაგება. თუ ამას გემოვნებით გააკეთებთ, საკმაოდ საინტერესო სურათს მიიღებთ.


გამოიყენეთ სურათი ოთახში განწყობის შესაქმნელად. თუ გსურთ, რომ თქვენს საძინებელში სიმშვიდე და სიმყუდროვე სუფევდეს და გქონდეთ ადვილად მოდუნების საშუალება, ეცადეთ ზღვის ან მზის ჩასვლის პეიზაჟი, სასიამოვნო ნატურმორტი შეარჩიოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები