შობა-ახალი წელი ყველა ოჯახში დიდი ზეიმითა და სიხარულით აღნიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით უამრავ რიტუალსა და ტრადიას აღვასრულებთ. არიან ოჯახები, სადაც მარხულობენ და საახალწლო სამზადისი ოდნავ განსხვავებულია. ყველა რიტუალსა თუ ტრადიციას სხვადასხვა ფესვები აქვს. დავინტერესდით, როგორ აფასებს ეკლესია ამ ტრადიციებს, რა არის სწორი და რა - შეცდომა. თოვლის პაპაზე, მეკვლეზე, ანგელოზის სათამაშოებზე და მსგავს საკითხებზე გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):
- ახალ წელს მორწმუნეები
- ადამიანი ადამიანის სიხარულით ხარობს, ჩვენი გული ივსება მოყვასის გაღიმებული სახის მხილველი, როდესაც ვიცით, რომ მას ნამდვილი სიხარული ეწვია ერთობის. ყოველ ახალს ადამიანი ლოცვით ეგებება. ჩვენც, ახალ წელს, ლოცვით ვხვდებით. რაც შეეხება სუფრას, უწმინდესი ყოველ ახალ წელიწადს ახსნილებს თევზით, რათა ქრისტიანებს სადღესასწაულო გუნების ამაღლებისთვის, ნუგეშად გალამაზებულ სუფრაზე მოუწიოთ ყოფნა.
- ოჯახის წევრებიდან ზოგი მარხულობს, ზოგიც არა, ამ დროს როგორ უნდა მოხდეს შეთანხმება საახალწლო სუფრასთან დაკავშირებით?
- "მჭამელი ნუ განიკითხავს არა მჭამელსა" - სამარხვო საჭმელი მოამზადონ მმარხველებმა და ვინც არ მარხულობს, მათ რაღა თქმა უნდა საკვებზე არავისგან საჭიროებენ ნებადართულობას. შერეული ცნობიერება როდესაც არის ოჯახში, ასეთ დროს "შერეული" სუფრა იშლება.
- მცირეწლოვან ბავშვებს მშობლები თოვლის ბაბუის მოლოდინით ახარებენ, თითქოს საახალწლო საჩუქრებს თოვლის ბაბუა მოუტანს. გამართლებულია თუ არა ამგვარი მოლოდინი?
- ბავშვის მოტყუება კარგს არაფერს მოიტანს, უმჯობესია მოვახსენოთ, რომ ყოველივე რაც ოჯახს გააჩნია, ღვთის წყალობითაა და ამჟამადაც მათ უფალმა უწყალობა მშობლების გზით საახალწლო საჩუქარი. წარმოსახვებით თამაში ბავშვს ავნებს, როდესაც შეცნობას დაიწყებს ჭეშმარიტისა და სიყალბის, მას სიყალბე "თოვლის ბაბუის" მსგავს თამაშად წამოუდგება მომავალში და მუდმივ უწყინარ სიხარულში ცხოვრება წაახალისებს. უმჯობესია ბავშვმა იცოდეს, რომ ეს არის ლამაზი წარმოდგენა, თამაში, ზღაპარი. მას უნდა ვასწავლოთ რეალურისა და არარეალურის გარჩევა.
- საახალწლო ნაძვის ხესთან დაკავშირებითაც გვითხარით, რა დატვირთვა აქვს მას და როგორ უყურებს ეკლესია? ნაძვის ხეზე, ხშირად ისეთ სათამაშოებს კიდებენ, სადაც ანგელოზების ფიგურებია, ეს შეიძლება?
- პირველი ინფრომაცია ნაძვის ხეზე მოგვეპოვება წმინდა ბონიფაცისთან, რომელიც გახლდათ ანგლო- საქსონელი "გერმანელთა მოციქული". VI საუკუნეში, მოციქული უქადაგებდა რა ქრისტეზე წარმართებს, მოკვეთა წარმართული კერპი, ჭექა- ქუხილის ღმერთი თორი. წმინდა ბონიფაცის უნდოდა ეჩვენებინა უსულო კერპის უძლურება, მოკვეთილმა ხემ გაანადგურა სხვა იქ ამოსული ხეები, გარდა ნაძვის ხისა, ამ
დღის შემდეგ, ხალხური ლეგენდის თანახმად, გერმანელებისთვის ნაძვის ხე გახდა საშობაო დღესასწაულის დასამშვენებელი ატრიბუტი. მეორე ვერსიით, რომელიც ეკუთვნის 1513 წელს: მის თანახმად, მარტინ ლუთერმა, რომელიც გახლავთ რეფორმატორი რწმენის საკითხებში, საღამოს სეირნობის ჟამს იხილა ლამაზი ნაძვის ხე, თოვლით დაფარული, მან ისურვა სახლში წამოეღო, მოჭრა და დადგა საშობაოდ საკუთარ სახლში. გერმანელმა ერმა მიბაძა ლუთერს და იმ დღიდან შობის დღესასწაულზე დგამდნენ ნაძვის ხეს. ცენტრალურ ევროპაში გაჩნდა XVI საუკუნიდან, ამერიკაში ცოტა მოგვიანებით შევიდა გერმანელი ხალხისგან. საქართველოში, ბულგარეთში, იუგოსლავიაში, რუსეთში, საბერძნეთსა და ალბანეთში იგი შემოვიდა მეორე მსოფლიო იმის შემდეგ. თურქეთში, XX ს. 30- იან წლებში ქრისტიანებს ეკრძალებოდა ნაძვის ხის დადგმა, საშობაო დღესასწაულზე, სახელმწიფო კანონმდებლობით, რომელიც განსაზღვრული იყო შემდეგი მუხლით: "საშიშროებაა, ზიანი მიეყენოს ბუნებას"... მონარქიის დაცემასთან ერთად 1917 წელს საბჭოთა სახელმწიფომ აკრძალა ნაძვის ხე, ვინაიდან იგი ჩათვალეს რელიგიური პროპაგანდის განუმიჯნავ ნაწილად. ნაძვის ხე აკრძალული იყო 1935 წლამდე. ყველა ქვეყანაში არ იციან ნაძვის ხე, მაგალითად მექსიკაში პალმებია, ახალ ზელანდიაში "პახუტუკალუ", შანხაიში ბამბუკები, ისრაელში კვიპაროსები იციან. პირველი სათამაშო, ბურთულის მსგავსი XVII საუკუნიდან ჩნდება და ბავშვების წახალისებისთვის დიდი მნიშვნელობის მქონეა. უმჯობესია, ანგელოზები სათამაშოდ არ გავხადოთ და მხოლოდ ლოცვითი დანიშნულებით იყოს, რადგან მათ ჩვენ ცოცხალი ურთიერთობისთვის მივმართავთ და არა სათამაშოდ.
- ახლი წლის მეორე დღეს ბედობას რომ ეძახიან, ასეთი განმარტება ვინ დანერგა?
- მეკვლეობა ძველი ხალხური ტრადიციაა და სათავეს ძირისძირი საუკუნიდან იღებს. ადამიანი წრფელი და გულმართალი უნდა ყოფილიყო, მისი გამოჩენა პირველ სტუმრად თვითოეულ ოჯახს ახარებდა და თვლიდნენ, რომ მთელი წელიწადი ბედნიერებისა იქნებოდა, თუ მსგავსი ტიპის ადამიანები ესტუმრებოდა ოჯახს. ქრისტიანობისთვის ეს უცხოა, თუმცა ტრადიციას არსებობის უფლება აქვს.
- როგორ უნდა აღვნიშნოთ ახალი წელი?
- საქართველოს ისტორიაში და ზოგადად, კაცობრიობის ყოფისთვის ახალ კალენდარულ წელს დიდი ყურადღება ეთმობა, ყველას გვიხარია, ყოველ ოჯახში საზეიმო განწყობილება იქმნება. ქრისტიანისთვის საეკლესიო წელი იწყება 1 (14 ) სექტემბერს და ვიცით, რომ ამ დღიდან იწყება საეკლესიო დღესასწაულთა ახალი ციკლი, ვმადლობთ უფალს განვლილი წლისთვის. ვინაიდან, ჩვენი შეგნება საუკუნეების მანძილზე იცვლებოდა, რიტუალური ცვლილებები შესაბამისობაში იყო ცხოვრების წესთან. წარმართული წესები გახდა ხალხური (და არა საეკლესიო), ამას ითვალისწინებს რა ეკლესია, ახალ კალენდარულ წელს ულოცავს მის მოქალაქეებს(ამ კალენდრით ცხოვრობს მთელი ერი). სხვა მნიშვნელობა, გარდა საზეიმო განწყოფილებისა 1 იანვარს არა აქვს. კითხვა რომ გაჩნდეს: რა მოხდა 1 იანვარს? გარდა წლის გამოცვლისა, არაფერი. ახალ წელს ძველი პერიოდის სხვადასხვა ტომები აღნიშნავდნენ ან გაზაფხულზე, ან შემოდგომას, როდესაც იწყებოდა ან მთავრდებოდა ყოფა- ცხოვრების აღმნიშვნელი ციკლი. მოიწეოდა ახალი მოსავალი, ახალი დოვლათი, ახალი ბარაქა და ადამიანებს უხაროდათ. წლის მოსავალი ამით ისაზღვრებოდა და წლიურ მოსავლის აღებას სიხარულით აღნიშნავდნენ. ჩვენ დეკემბრიდან- იანვრის თვეზე გადასვლას, მხოლოდ წლიური თარიღის მილოცვით აღვნიშნავთ. წმინდა ეფრემ ასური დაინტერესებული იყო ამ საკითხებით და ერთხელ დასვა სამსჯელო თემა: როდის გააჩინა უფალმა ქვეყანა? რომელ თვესა და რომელ დღეს? მან პასუხი, მოიპოვა წმინდა წერილში: უფალმა როდესაც შექმნა ადამი, დაამკვიდრა ედემის ბაღში, სადაც უამრავი ჯიშის ხილი იყო გაშენებული. წმინდა ეფრემი ისევ კითხულობს: ჩვენ ვიცით, სხვადასხვა პერიოდში მოიწევა განსხვავებული ჯიშის ხილები, რა დროს შექმნა უფალმა ედემში გაშენებული ხილი? იგი პასუხობს: სექტემბერი! სექტემბრის თვეში შეიქმნა ადამიანი და შეყვანილი იქნა სამოთხეში. აქედან შემორჩა ახალი სასწავლო წლის დაწყებაც ჩვენი ერის ცნობიერებაში, განა ჩვენი სკოლები სექტემბრიდან არ იწყებენ ახალ სასწავლო წელს? ჩვენი ერი ზეიმობს და ჩვენც შეგვიძლია მათი სიხარული გავიზიაროთ.
თეა ცაგურიშვილი
მსგავსი სიახლეები
უძრავი ქონება