პრიალა ზედაპირი ყოველთვის ძალიან მდიდრულად და ლამაზად გამოიყურება, ამიტომაც იქცა თანამედროვე დიზაინის მნიშვნელოვან ატრიბუტად. თუმცა, როგორც ყველაფერს, ამ ტრენდსაც აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები.
დადებითი მხარეები
1. ვიზუალურად ადიდებს ფართობს
ისევე, როგორც სარკე, პრიალა ზედაპირი კარგად ირეკლავს შუქს, რის ხარჯზეც ოთახი ვიზუალურად უფრო დიდი მოჩანს, ვიდრე რეალურად არის. სწორედ ამიტომ გირჩევთ ასეთი ავეჯის გამოყენებას პატარა ზომის ოთახებში, განსაკუთრებით კი სამზარეულოში. დაგვიჯერეთ, ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნება.
2. ძალიან კარგად ერგება თანამედროვე სტილს
რა თქმა უნდა, პრიალა ზედაპირი ნებისმიერ სტილს მოუხდება, თუმცა, დაგვეთანხმებით,
3. ოთახს უფრო ნათელს ხდის
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრიალა ზედაპირი კარგად ირეკლავს შუქს, რის ხარჯზეც ოთახი ვიზუალურად უფრო ფართო ჩანს, გარდა ამისა, ეს ფაქტორი უზრუნველყოფს ოთახის დამატებით განათებას როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური შუქით. გაითვალისწინეთ, რომ ამ მხრივ ყველაზე ეფექტური თეთრი ფერის ავეჯია.
4. ინტერიერს უფრო ეფექტურსა და ნათელს ხდის
ამ ტრენდის ხარჯზე ნებისმიერი სახლი თანამედროვედ და ეფექტურად გამოიყურება. სარკეებთან ერთად კი ის განუმეორებელია. თუმცა ზომიერების დაცვა არ დაგავიწყდეთ, თორემ შესაძლოა თქვენი ბინა ზედმეტად გლამურული გახდეს.
5. ადვილად მოსავლელია
პრიალა ზედაპირი ძალიან ადვილი მოსავლელია, კარგად სუფთავდება და დაზიანებას კარგად უძლებს. ნაკაწრი რომც შენიშნოთ, ნუ აღელდებით, არსებობს სპეციალური საშუალებები, რომელიც მის დაფარვაში დაგეხმარებათ.
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს:
1. ქმნის სარკისებურ ეფექტს
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ სარკესთან ტანდემში პრიალა ზედაპირი ძალიან ეფექტურია, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ზედმეტი არ მოგივიდეთ, გადაჭარბებულმა სიპრიალემ და ანარეკლებმა შესაძლოა თვალებიც კი აგიჭრელოთ. ბევრმა ანარეკლმა შესაძლოა საგნის აღქმის ადეკვატურობაც კი დაარღვიოს, რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მოკლედ, ფრთხილად იყავით, ზედმეტი არ მოგივიდეთ.
2. ძალიან სათუთია
მიუხედავად იმისა, რომ პრაიალა ზედაპირი, როგორც უკვე გითხარით, ადვილად იწმინდება, ადვილადაც ჭუჭყიანდება. ნებისმიერი შეხება ადვილად აირეკლება ამ სახის ზედაპირზე, აღარაფერს ვამბობთ დიდ ლაქებსა და წყლის შხეფებზე. მას მუდმივი წმენდა და გაპრიალება სჭირდება.
3. არ გამოდგება საძინებლისთვის
ყველა სახლში უნდა იყოს ისეთი ოთახი, სადაც მოახერხებთ ყველაფრისგან განტვირთვას და კარგად დასვენებას. როგორც მიხვდით, ეს საძინებელია. როგორც ხვდებით, პრიალა ზედაპირის ადგილი არ არის საძინებელში. ზედმეტი შუქი და ანარეკლები მოსვენების საშუალებას არ მოგცემთ. თუ მანცდანაინც გინდათ, თქვენს საძინებელში რაიმე პრიალა გქონდეთ, არჩევანი იატაკზე შეაჩერეთ.
4.მოითხოვს სპეციალურ პირობებსა და ექსპლუატაციას
თუ გინდათ, რომ თქვენი პიალა ზედაპირი დიდხანს და კარგად შეინახოს, მას სპეციალური პირობები უნდა შეუქმნათ, პირველ რიგში კი უნდა დაარეგულიროთ ტემპერატურა, ოთახში არ უნდა იყოს კონტრასტული ტემპერატურა, ზედა და ქვედა ზღვარია -10 და + 40 გრადუსი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ავეჯის ზედაპირმა შესაძლოა დეფორმაცია განიცადოს და ამის გამოსწორება სულაც არ არის ადვილი. ასევე ოთახში არ უნდა იყოს ნესტი.
5. არ უყვარს პირდაპირი მზის სხივები
იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ზედაპირის გადახუნება, ეცადეთ ის მოარიდოთ პირდაპირ მზის სხივებს.